“გააკეთეთ ყველაფერი, რომ გზა გაიხსნას” - ადამიანები ჩაკეტილი ახალგორიდან

Your browser doesn’t support HTML5

ახალგორის სრული იზოლაციიდან ერთი წელი გავიდა. ამ ერთი წლის განმავლობაში დე ფაქტო ხელისუფლებამ მხოლოდ ერთხელ, 10 დღით გაუხსნა გზა ადგილობრივ პენსიონერებს იმისთვის, რომ წეროვანში მყოფი ნათესავები მოენახულებინათ, ექიმთან მისულიყვნენ, პენსია მიეღოთ და ისევ დაბაში დაბრუნებულიყვნენ. მას შემდეგ 6 თვეზე მეტი გავიდა, ახალგორი ჰუმანიტარულ კრიზისში ცხოვრობს. 15 სექტემბრიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთში გაიხსნა საზღვარი რუსეთთან, თუმცა ძალაში დარჩა შეზღუდვა, რომლის თანახმადაც ახალგორში მცხოვრებლებს გადაადგილება შეზღუდული აქვთ.