აშშ-მა, ბრიტანეთსა და საფრანგეთთან ერთად სირიაში ერთჯერადი ავიადარტყმები განახორციელა

აშშ-მა, თავის მოკავშირეებთან, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთთან ერთად, 14 აპრილის დილით, საჰაერო დარტყმი განახორციელა სირიის წინააღმდეგ. დარტყმა პასუხი იყო სირიის მიერ ქიმიური იარაღის, სავარაუდო, გამოყენებაზე, რასაც გასულ კვირაში ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სამხედრო აქციის შესახებ განცხადება გააკეთა თეთრი სახლიდან და თქვა, რომ იერიშის მიზანია, ბოლო მოეღოს მასობრივი განადგურების ამგვარი იარაღის გამოყენებას. დონალდ ტრამპმა პირდაპირი სატელევიზიო ეთერით გამოსვლისას ასე განმარტა სირიაში სამხედრო დარტყმების მიზანი:

დონალდ ტრამპი

"ჩვენი მოქმედებების მიზანია ქიმიური იარაღის წარმოების, გავრცელებისა და გამოყენების ძლიერი შემაკავებლის შექმნა. ამგვარი შემაკავებლის შექმნა აშშ-ის სასიცოცხლო ეროვნული ინტერესია. აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ერთობლივი პასუხი ამ სისასტიკეზე მოიცავს ყველა ინტსტრუმენტს: სამხედროს, ეკონომიკურსა და დიპლომატიურს და ისინი გამოყენებული იქნება მანამდე, ვიდრე სირიის რეჟიმი არ შეწყვეტს აკრძალული ქიმიური აგენტების გამოყენებას. მე ამაღამ მივმართავ ორი სახელმწიფოს მთავრობებს, რომლებიც ყველაზე მეტად არიან პასუხისმგებელი ასადის კრიმინალური რეჟიმის მხარდაჭერაში, აღჭურვასა და დაფინანსებაში. ირანსა და რუსეთს ვეკითხები: როგორ სახელმწიფოს სურს ასოცირდებოდეს უდანაშაულო კაცების, ქალებისა და ბავშვების მასობრივ მკვლელობასთან? მსოფლიოს ქვეყნები ფასდებიან იმის მიხედვით, ვინ ჰყავთ მეგობრებად. ვერც ერთი სახელმწიფო მიაღწევს გრძელვადიან წარმატებას უწესო სახელმწიფოების, სასტიკი ტირანებისა და მკვლელი დიქტატორების ხელშეწყობით. 2013 წელს პრეზიდენტი პუტინი და მისი მთავრობა დაპირდნენ მსოფლიოს, რომ ისინი უზრუნველყოფნდნენ სირიის ქიმიური იარაღის განადგურებას. ასადის ბოლო თავდასხმა და დღევანდელი პასუხი არის რუსეთის მიერ დაპირების შეუსრულებლობის პირდაპირი შედეგი. რუსეთმა უნდა გადაწყვიტოს კვლავაც ამ ბნელ გზას მიჰყვება, თუ შეუერთდება ცივილიზებულ სახელმწიფოებს, როგორც ძალას სტაბილურობისა და მშვიდობისათვის. იმედია, ერთ დღესაც ჩვენ გვექნება მეგობრული ურთიერთობა რუსეთთან, ირანთანაც კი... შეიძლება, არც გვქონდეს", - განაცხადა დონალდ ტრამპმა 13 აპრილს პირდაპირ ეთერში გამოსვლისას.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ, თავიანთ ხალხებს მიმართეს ტრამპის გამოსვლის შემდეგ. მაკრონის თქმით, გადაიკვეთა წითელი ხაზი, ვერ შევეგუებით, რომ ქიმიური იარაღის გამოყენება ჩვეულებრიობად იქცეს...

ვაშინგტონში რუსეთის ელჩმა, ანატოლი ანტონოვმა მკაცრად დაგმო თავდასხმა და თქვა, რომ ასრულდა ყველაზე ცუდი მოლოდინი, ჩვენი გაფრთხილება ყურად არ იღეს... კვლავ გვემუქრებიან, თქვა ანტონოვმა და დასძინა, რომ ჩვენ ვაფრთხილებდით, რომ ამგვარი ქმედება შედეგების გარეშე არ ჩაივლიდა. ახლა, მთელი პასუხისმგებლობა ვაშინგტონს, ლონდონსა და პარიზს ეკისრება. ანტონოვი თვლის,რომ აშშ-ს, ქვეყანას, რომელსაც უდიდესი ქიმიური არსენალი აქვს, არ გააჩნია მორალური უფლება, დაადანაშაულოს სხვა ქვეყნები.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ, თავიანთ ხალხებს მიმართეს ტრამპის გამოსვლის შემდეგ. მაკრონის თქმით, გადაიკვეთა წითელი ხაზი, ვერ შევეგუებით, რომ ქიმიური იარაღის გამოყენება ჩვეულებრიობად იქცეს. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, ფლორანს პარლიმ უთხრა ჟურნალისტებს, რომ ერთობლივი სამხედრო ოპერაციის დროს დარტყმები მიაყენეს სამ ობიექტს, და რომ რუსეთი გაფრთხილებული იყო წინასწარ. მეის თანახმად, დარტყმები იყო შეზღუდული და იმ მიზნით განხორციელებული, რომ შემცირდეს სირიის რეჟიმის შესაზლებლობა ქიმიური იარაღის მხრივ და მინიმალური იყოს სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლის შესაზლებლობა. მეის თქმით, ეს არ არის სამოქალაქო ომში ჩარევა, ან რეჟიმის შეცვლა, დარტყმა ცხადი სიგნალი იქნება ყველასთვის, ვისაც ჰგონია, რომ ქიმიური იარაღის გამოყენება დაუსჯელი დარჩება. მეიმ თქვა ასევე, რომ ცნობები მიანიშნებენ იმაზე, რომ სირიის რეჟიმმა კასრული ბომბები გამოიყენა ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის ამოქმედებისას, როცა, დაზვერვა ვარაუდობს, რომ ქლორინი გამოიყენეს. მეი თვლის,რომ რუსეთის მტკიცება, თითქოს თავდასხმა ფიქტიური იყო, გროტესკული და აბსურდულია.