ვაჟა მარი პოლიციამ 13 მაისს პარლამენტის შენობასთან მეგობართან, გუკა რჩეულიშვილთან ერთად დააკავა - დაკავებისას ორივეს სცემეს.
ამ დღეს, საპროტესტო აქციის პარალელურად პარლამენტის იურიდიულ საქმეთა კომიტეტმა 67 წამში განიხილა "აგენტების კანონი," მეორე დღეს კი მესამე მოსმენით მიიღეს სადავო კანონპროექტი, რომლის წინააღმდეგაც თვეზე მეტია უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს საქართველოში.
13 მაისის დილას პოლიციამ პარლამენტთან 23 ადამიანი დააკავა - სახალხო დამცველის თქმით, მათგან 22 პოლიციის მხრიდან ძალადობაზე საუბრობდა. 15 აპრილიდან 15 მაისამდე "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციებზე პოლიციას 200-მდე ადამიანი ჰყავს დაკავებული.