ანაკლიის პორტში საზღვაო სამშენებლო სამუშაოები იწყება

Your browser doesn’t support HTML5

13 სექტემბერს ბათუმში ანაკლიის პორტის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებს და სტუმრებს პროექტი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა წარუდგინა. ღრმაწყლოვან პორტში საზღვაო სამშენებლო სამუშაოები იწყება. პორტში სამუშაოების პირველი ეტაპი 2020 წლისთვის უნდა დასრულდეს და, გეგმის მიხედვით, სწორედ 2020 წელს უნდა მიიღოს პორტმა პირველი გემი. პორტის გამტარუნარიანობა წელიწადში 100 მილიონი ტონა უნდა იყოს. ანაკლიის პორტი იქნება პირველი პორტი საქართველოში, რომელიც დიდ გემებს მიიღებს.