აკაკი ბაქრაძე - ეული მებრძოლი

Your browser doesn’t support HTML5

23 წლის წინ, 1995 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ერთმანეთს ყოფილი საბჭოთა ნომენკლატურის ორი ლიდერი დაუპირისპირდა - ედუარდ შევარდნაძე და ჯუმბერ პატიაშვილი. ამ დაპირისპირებაში არ ისმოდა კიდევ ერთი კანდიდატის, საზოგადო მოღვაწის, აკაკი ბაქრაძის ხმა, რომელიც ცდილობდა არაპოპულარული, მაგრამ აუცილებელი კითხვების დასმას. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა მის მიერ დასმული პრობლემები და საკითხები დღესაც აქტუალური და საკამათოა.