ყინვამ მოსახლეობის მდგომარეობა დაამძიმა

ბოლო დღეების ყინვამ მოსახლეობის მდგომარეობა დაამძიმა საქართველოს იმ სოფლებში, სადაც გაზით მომარაგების სისტემა არ არსებობს. საქართველოს მთავრობა რამდენიმე წელია ახორციელებს სოფლების გაზიფიცირების პროექტს, რომლის ფარგლებში წელს დაგეგმილია ბუნებრივი გაზით კიდევ 35 სოფლის მომარაგების უზრუნველყოფა. ენერგეტიკის სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ჩამონათვალშია კასპის მუნიციპალიტეტის 5 სოფელიც, თუმცა მათ შორის არ არის სოფელი ხოვლე, სადაც შეშის რესურსის სიმცირისა და მაღალი ფასის გამო მოსახლეობის უდიდეს ნაწილს გათბობის პრობლემა აქვს.

Your browser doesn’t support HTML5

ყინვამ მოსახლეობის მდგომარეობა დაამძიმა