დღეს ქეთევან ბეზარაშვილის ვრცელ, ორ ტომად გამოცემულ, წიგნზე ვისაუბრებთ. წიგნს ჰქვია „ბიზანტიური და ძველი ქართული რიტორიკის თეორიისა და ლექსთწყობის საკითხები ანტიოქიური კოლოფონების მიხედვით: ეფრემ მცირე“ და იგი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ცენტრმა გამოსცა. ამ წიგნს წინამორბედიც ჰყავდა. საქმე ისაა, რომ 2004 წელს ქეთევან ბეზარაშვილის ავტორობით გამოვიდა წიგნი, რომელიც რიტორიკასა და თარგმანის თეორიას და პრაქტიკას ეძღვნებოდა და სადაც ეს საკითხები გრიგოლ ღვთისმეტყველის ქართული თარგმანების მიხედვით იყო განხილული. მიუხედავად იმ უზარმაზარი შრომისა, რომელიც მკვლევარმა გასწია და რომელმაც 800 გვერდიან წიგნში მოიყარა თავი, კიდევ დარჩა აუარება მასალა. მომდევნო წლებში ქეთევან ბეზარაშვილი ამ მასალას სტატიებად აქვეყნებდა და გასულ წელს ეს ნაშრომები ყველა ერთად გამოიცა, ორ მოზრდილ ტომად.
წიგნში, ეფრემ მცირის მიერ შესრულებული გრიგოლ ღვთისმეტყველის ქართული თარგმანებისა და ანდერძ–მინაწერების მასალაზე დაყრდნობით, უმნიშვნელოვანესი ლიტერატურულ-თეორიული საკითხებია მიმოხილული, თავად ნაშრომი კი კაპადოკიელ მამათა (პირველ რიგში, გრიგოლ ღვთისმეტყველის) თხზულებების მნიშვნელობასა და იმ უზარმაზარ როლზე საუბრით იხსსნება, რომელიც ამ თხზულებებმა ქართული სიტყვიერი კულტურის განვითარებაში შეასრულეს. ეს ავტორები – ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი, გრიგოლ ნოსელი, იოანე ოქროპირი - ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის ყველა ეტაპზე ითარგმნებოდა. ქალბატონ თამარ ოთხმეზურთან, ამ წიგნის ერთ-ერთ რეცენზენტთან, საუბარიც ამით დავიწყეთ:
„კერძოდ, გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულებათა ქართულ თარგმანს რომ დიაქრონულ ჭრილში გავადევნოთ თვალი, დავინახავთ, რომ ქართული მწერლობის განვითარების ყველა ეტაპზეა მისი თხზულებები ნათარგმნი. პირველი თარგმანები ჩნდება წინაათონურ პერიოდში, ეს გახლავთ სადღაც მე-8–მე-9 საუკუნეები და ეს თარგმანები ძველ ქართულ მრავალთავებში - სპეციფიკურ კრებულებში - არის წარმოდგენილი და ისინი ანონიმურია, მათი მთარგმნელთა სახელები არ არის ცნობილი. შემდეგი ეტაპი გახლავთ დავით ტბელი და ათონელები“.
ექვთიმე ათონელის მოღვაწეობის შესახებ სკოლაშიც გვასწავლიდნენ და ზოგიერთს შესაძლოა მისი მეთოდიც ახსოვდეს სკოლიდან ან უნივერსიტეტიდან. „კლებაი და მატებაი“ - ასე შეარქვა თავის ერთ-ერთ ანდერძ-მინაწერში ეფრემ მცირემ ექვთიმე ათონელის მეთოდს, რაც, მარტივად რომ ვთქვათ, თავისუფალ თარგმანს გულისხმობდა და ძირითადად მკითხველზე იყო ორიენტირებული, ცდილობდა გამოუცდელი ქართველი მკითხველისთვის, ანუ, როგორც მაშინ იტყოდნენ, სიჩჩოებაში მყოფი ქართველი მკითხველისთვის, ხან განევრცო კონკრეტული ტექსტი და დაეზუსტებინა რაღაც-რაღაცები, ხანაც მოეკლო გარკვეული მონაკვეთები, ამოეღო ტექსტის ზოგიერთი ნაწილი.
„და აი, ასეთ თავისუფალ თარგმანებს უკვე მე-11 საუკუნეში მოჰყვა არა მკითხველზე, არამედ ტექსტზე ორიენტირებული, ე.წ. ელინოფილური თარგმანები, რომელიც შესრულებულია ეფრემ მცირის მიერ. ესაა ბერძნულ ტექსტთან საკმაოდ დაახლოებული თარგმანები და ზოგ შემთხვევაში ექვთიმეს თარგმანების მოშველიებაც კი გვჭირდება იმისათვის, რომ ეფრემ მცირის ტექსტზე ორიენტირებული თარგმანები გავიგოთ“.
ელინოფილობა ალექსანდრიელ და კაპადოკიელ მამათა მოღვაწეობის შედეგად ჩამოყალიბდა. ეს ცნება აღნიშნავს ანტიკური რიტორიკული და ფილოსოფიური ფორმებისა თუ თეორიების შემოტანას ქრისტიანულ სააზროვნო ველში. საქართველოში ეს მიმდინარეობა მე-11 საუკუნიდან იღებს სათავეს და იგი ეფრემ მცირის სახელს უკავშირდება. მოგვიანებით ელინოფილური ხაზი გააგრძელეს არსენ იყალთოელმა და იოანე პეტრიწმა.
ეფრემ მცირე იყო პირველი, ვინც ქართული ლიტერატურის ისტორიაში ჩამოაყალიბა ლიტერატურულ-თეორიული ფორმულირებები და ქეთევან ბეზარაშვილის წიგნიც ეფრემ მცირის იმ ანდერძ-მინაწერებს ეძღვნება, სადაც ეს უძვირფასესი ცნობები და ფორმულირებებია დაცული. მოვუსმინოთ თამარ ოთხმეზურს:
„როგორც მოგეხსენებათ, ლიტერატურის თეორიის სახელმძღვანელო და, საერთოდ, ლიტერატურის თეორიის შესახებ ესეთი წიგნი ძველ ქართულ მწერლობაში არ არსებობს. საერთოდ, ბიზანტიური ლიტერატურის თეორია ეფუძნება დიონისე თრაკიელის „გრამატიკის ხელოვნებას“ და მასზე შექმნილ - უკვე შუასაუკუნეების - კომენტარებს, რაც ქართულად არ ყოფილა ნათარგმნი და ამიტომ ამ ლიტერატურულ-თეორიული აზროვნების შესახებ ჩვენ გვიწევს მასალის მოგროვება იმ კოლოფონებიდან და ანდერძ-მინაწერებიდან, რომელიც ერთვის ქართველი მთარგმნელების მიერ შესრულებულ თარგმანებს და ერთ-ერთი და ყველაზე ღირსშესანიშნავი კოლოფონები, ამ თვალსაზრისით, ფაქტობრივად გახლავთ ეფრემ მცირის კოლოფონები“.
ეფრემ მცირე ლექსთწყობის პირველი ქართველი თეორეტიკოსიცაა. მან ხმარებაში შემოიტანა ძალიან ბევრი ტერმინი, რომელსაც დღემდე ვიყენებთ. მართალია, ზოგიერთი ეს ცნება ადრეც არსებობდა, მაგრამ მათი მნიშვნელობა საგრძნობლად აქტუალიზდა და ახალი ღირებულება შეიძინა ეფრემ მცირის წყალობით. იგია ასევე პროსოდიის სისტემის, რიტმული პუნქტუაციისა და ცეზურის შემომტანი ქართულ მწერლობაში. ეფრემ მცირეზე, როგორც ლექსის თეორეტიკოსზე, ჯერ კიდევ სიმონ ყაუხჩიშვილი წერდა მე-20 საუკუნის 40–იან წლებში. ქეთევან ბეზარაშვილის წიგნში დეტალურადაა მიმოხილული ყველა ის ტერმინი, რომელიც ეფრემ მცირემ დაამკვიდრა მიმოქცევაში. აი, მაგალითად, ავიღოთ ტაეპის ცნება, რომლის ეტიმოლოგიასაც მთელი თავი ეძღვნება ამ ნაშრომში. წიგნში ვკიხულობთ: „რა უნდა იყოს „ტაეპი“, იგივე „მუხლედი“, რომლითაც პოეზიაა გამართული, თუ არა სალექსო საზომი – ლექსთწყობა? ტერმინი „ტაეპი“ აქ τὸ ἔπος–ის მრავლობითი რიცხვის ფორმის τὰ ἔπη-ს ტრანსლიტერაციაა ბიზანტიური ბერძნულის წარმოთქმით (taepi)… ლექსიკონის მიხედვით (და აქ ქეთევან ბეზარაშვილს ლიდელ–სკოტის ცნობილი ლექსიკონის მაგალითი მოჰყავს), τὸ ἔπος–ს ბერძნულში ჰქონდა არა მარტო ეპიკური და ლირიკული პოეზიის, ან ზოგადად პოეზიის, არამედ პალეოგრაფიული და სალექსო სტრიქონის მნიშვნელობაც“.
ქეთევან ბეზარაშვილი ქართული თარგმანის თეორიის რეკონსტრუქციასაც ახდენს, რადგან სწორედ ეფრემი იყო, ვინც პირველად დაიწყო საუბარი თარგმანის თეორიაზე, მხოლოდ მასზე დაყრდნობითაა შესაძლებელი ამ უძველესი მეთოდების რეკონსტრუქცია. თუკი შედარებით ადრეული თარგმანების მთარგმნელობითი მეთოდის შესახებ გვინდა ხოლმე რამე გავიგოთ, პირველ რიგში, ბერძნულ-ქართული, ბერძნულ-სომხური ან ბერძნულ-არაბული ტექსტების შედარების საფუძველზე ვაკეთებთ დასკვნებს, ეფრემ მცირესთან კი უკვე თეორიული მოსაზრებებიცაა გამოთქმული. თანაც ის არის მნიშვნელოვანი, რომ მეთოდმა სწორედ ექვთიმესა და ეფრემთან მიიღო კონცეპტუალური ხასიათი, უფრო ადრე კი შედარებით სპონტანური ხასიათის თარგმანები სრულდებოდა.
წიგნში კიდევ ბევრ საინტერესო საკითხს გადააწყდებით. აქვეა ძალზე ვრცელი ბიბლიოგრაფია, ძვირფასი საილუსტრაციო მასალა და, რაც მთავარია, ნაშრომი ძალზე დეტალიზებული ქვესათაურებით გამოირჩევა, რის გამოც სულ ადვილად ვიპოვით სასურველ თემას.