რა იწვევს ცხოველების დამცველთა უკმაყოფილებას?
Your browser doesn’t support HTML5
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში ქუჩის ცხოველებით დაკბენილი ადამიანების რიცხვი სულ უფრო იზრდება. იზრდება ცოფით დაავადებულთა რაოდენობაც. თბილისის საკრებულო მუშაობს წესის პროექტზე ქუჩისა და შინაური ცხოველების შესახებ, რომლითაც ცხოველთა რაოდენობა და შენახვის პირობები უნდა გააკონტროლოს. ახალი წესი შეეხება ქუჩის ცხოველებს, ძაღლებს, კატებს და მათ პატრონებს, ვეტერინარულ კლინიკებს და სახელმწიფო თუ კერძო თავშესაფრებს.
ცხოველთა დამცველების ნაწილი კანონპროექტის პირველი ვარიანტით უკმაყოფილოა. ისინი მიიჩნევენ, რომ ცხოველთა შესახებ კანონმდებლობის შემუშავებაში მეტი პროფესიონალი უნდა იყოს ჩართული.