როგორ ჰაერს ვსუნთქავთ?

Your browser doesn’t support HTML5

თბილისის ქუჩებში გადატვირთული მოძრაობა პირდაპირ კავშირშია ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებასთან. გარემოს დამცველები აცხადებენ, რომ ჰაერის მდგომარეობა განსაკუთრებით იმ ქუჩებზეა არასახარბიელო, სადაც ყოვედღიურად იქმნება ხერგილები. თუმცა ზუსტი პასუხი, თუ რამდენად არის დაბინძურებული ჰაერი დედაქალაქში არ არსებობს. თბილისში ჯერჯერობით მხოლოდ ერთი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სადგური არსებობს, რომელიც ჰაერში დამაბინძურებლების შემცველობას ზომავს, თუმცა ეს სადგური ქალაქის ცენტრიდან მოშორებით დგას და არა იქ, სადაც ყველაზე მეტი ავტომობილი იყრის თავს. რას აკეთებს სახელმწიფო ატმოსფერული ჰაერის დაცვისათვის, არსებობს თუ არა სახელმწიფო სტრატეგია?