ფსიქიკა და ხელოვნება

Your browser doesn’t support HTML5

10 ოქტომბერ ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით თბილისში ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრმა ბენეფიციართა ნამუშევრების გამოფენა გამართა. წარმოდგენილი იყო ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა ნახატები და ხელნაკეთი ნივთები. ცენტრის წარმომადგენელთა თანახმად, საქართველოში ფსიქიკური დაავადებების მქონე პირებს პრობლემები სტიგმის დაძლევისა და რეაბილიტაციის თვალსაზრისით ექმნებათ, რადგან საზოგადოება მათ სრულფასოვან წევრებად ვერ აღიქვამს.