აქცია ფარული მოსმენების წინააღმდეგ
Your browser doesn’t support HTML5
19 დეკემბერს თბილისში კამპანია "ეს შენ გეხებას" ფარგლებში საპროტესტო აქცია მოეწყო. აქციის მონაწილეები პლაკატებით ხელში განლაგდნენ პარლამენტიდან ოპერის თეატრამდე და სტვენით გამოხატეს პროტესტი. ისინი ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით მიღებული კანონის წინააღმდეგი არიან. მათი თქმით, ამ კანონის მეშვეობით შსს-მ კვლავ შეიძლება ფარულად მოუსმინოს მოქალაქეებს, რის შემთხვევებიც იყო ორიოდე წლის წინ. როგორც აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, საპროტესტო გამოსვლები გაგრძელდება. ამასთან, 30 ნოემბერს მიღებულ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოშიც გაასაჩივრებენ.