„უსინათლოთა ხმა“

უსინათლო მოქალაქეების ნაწილმა, თავისი უფლებების დასაცავად, აჭარის რეგიონში შექმნა ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია, „უსინათლოთა ხმა“. მისი წევრები თავს მიიჩნევენ საზოგადოების დისკრიმინირებულ ნაწილად და მხარდაჭერას ითხოვენ სამოქალაქო საზოგადოებისა და სახელმწიფოსგან. ახალი ორგანიზაციის წევრების მონაწილეობით ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის და ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

Your browser doesn’t support HTML5

„უსინათლოთა ხმა“