ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქცია

Your browser doesn’t support HTML5

არჩევნებამდე ორი დღით ადრე, 5 ოქტომბერს, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ თბილისში გამართა შემაჯამებელი წინასაარჩევნო შეკრება. პარტიის მხარდამჭერები, რომლებსაც ვიდეოხიდის საშუალებით უკრაინიდან მიმართა ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ვარდების მოედანზე შეიკრიბნენ და მსვლელობით დაიძრნენ პარლამენტის შენობისკენ. აქციამ მშვიდობიანად, ექსცესების გარეშე ჩაიარა.