უნებართვო ფოიერვერკების სიმრავლე ბათუმში

ბათუმში ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან ერთად გახშირდა გვიან ღამით ფოიერვერკების გამოყენების ფაქტები, სწორედ იმ დროს, როდესაც, ქალაქის მუნიციპალიტეტის დადგენილებით, ატმოსფეროში მისი გაშვება აკრძალულია. ბათუმელები ხმაურს უჩივიან. საკრებულოში კი აცხადებენ, რომ მუნიციპალიტეტის განკარგულების აღსრულება არ ხდება, რის გამოც, უკანონოდ გაშვებული პიროტექნიკის გამოყენებისთვის ამ დრომდე არავინ დაჯარიმებულა. რას ითვალისწინებს კანონი, რომელიც სწორედ გადამეტებული ხმაურის აღსაკვეთად მიიღეს ევროკავშირის დირექტივით და რომელიც 15 აგვისტოდან ამოქმედდება.

Your browser doesn’t support HTML5

უნებართვო ფოიერვერკების სიმრავლე ბათუმში