თელავი, გორი, ზუგდიდი, ახალციხე, მცხეთა, ოზურგეთი და ამბროლაური - ეს ის ქალაქებია, რომელთაც, საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივის თანახმად, უახლოეს მომავალში შესაძლოა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი დაკარგონ. 2014 წელს, საკანონმდებლო ცვლილებების ძალით თვითმმართველი ქალაქის სტატუსი სულ 12 ქალაქს მიენიჭა, მათგან, სტატუსს, მორიგი რეფორმის ფარგლებში, მხოლოდ 5 შეინარჩუნებს. როგორ შეხვდა სამთავრობო ინიციატივას საზოგადოება და რას ფიქრობენ ჯერ ისევ თვითმმართველი ქალაქების მცხოვრებლები? რეგიონულ მაცნეში ამ თემაზე სიუჟეტები მოისმინეთ გორიდან, თელავიდან, ზუგდიდიდან და რუსთავიდან. გადაცემას ნონა მჭედლიშვილი უძღვება.