უახლოეს მომავალში ტელეკომპანია ”მაესტრო” რეგიონების მოსახლეობას სატელიტურ ანტენებს დაურიგებს. "მაესტროს" დამფუძნებლებს მიაჩნიათ, რომ კომპანიის განვითარების გრძელვადიანი გეგმის ეს ნაწილი შესაძლებელს გახდის დააკმაყოფილოს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ტელემაყურებელთა ინტერესი და აამაღლოს ”მაესტროს” ცნობადობის დონე. არსებობს თუ არა საფრთხე, რომ ”მაესტროს” სატელიტურმა ანტენებმა ”გლობალ ტვ”-ის ანტენების ბედი გაიზიაროს და რა არგუმენტებით გამორიცხავენ მსგავს ვარაუდს ტელეკომპანიის იურისტები?
“მაესტრო” ყველა ოჯახში” - ასე ჰქვია პრომოაქციას, რომელსაც ტელეკომპანია ”მაესტრო” უახლოეს მომავალში რეგიონის მოსახლეობისთვის იწყებს. უფრო კონკრეტულად კი, როგორც ტელეკომპანიის დამფუძნებელთა განცხადებაშია მითითებული, ტელეკომპანია ”მაესტრომ” პარტნიორებთან ერთად გადაწყვიტა, აუდიტორიის საქართველოს მასშტაბით გაფართოების მიზნით, მოსახლეობას სატელიტური ანტენები დაურიგოს. რა იგულისხმება სიტყვა ”დარიგებაში”? - ამ კითხვით რადიო თავისუფლებამ სტუდია ”მაესტროს” დირექტორს ბაჩო კიკაბიძეს მიმართა. როგორც მან განგვიმარტა, ამ ეტაპზე მოსახლეობისთვის თეფშების გადაცემის სისტემა მუშავდება:
”მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე, ჩვენი ჯგუფი მივა ადგილზე და დაამონტაჟებს სატელიტურ თეფშებს. რაც შეეხება თეფშის ღირებულების გადახდას, ეს იქნება ან გრძელვადიანი, ან ნაწილობრივი გადახდა. ასევე შესაძლებელია ტექნიკის თხოვება გარკვეული პერიოდის მანძილზე. ანუ გვაქვს რამდენიმე ვარიანტი. ამ ვარიანტებს ვამუშავებთ იურისტებთან ერთად და რაც უფრო ხელსაყრელი იქნება რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისათვის, ალბათ იმას ავირჩევთ”, - ამბობს ბაჩო კიკაბიძე.
ჯერჯერობით არ არის გარკვეული პროექტის ბიუჯეტის ზუსტი ოდენობა. როგორც ბაჩო კიკაბიძე ჩვენთან საუბარში ვარაუდობს, აღნიშნული პროექტის ბიუჯეტი უახლოეს მომავალში გაირკვევა. რაც შეეხება დაფინანსების წყაროს, როგორც ის გვეუბნება, პროექტის ძირითადი დამფინანსებლები ტელეკომპანიის პარტნიორები იქნებიან. ერთ-ერთ მთავარ დამფინანსებლად „მაესტროს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი - მაკა ასათიანი - იქნება. რადიო თავისუფლება მაკა ასათიანის ადვოკატს დიმიტრი გაბუნიას დაუკავშირდა. დიმიტრი გაბუნიას მტკიცებით, დაფინანსების სისტემა სრულიად გამჭვირვალე იქნება. ამ ეტაპზე ის პრომოაქციის ღირებულების ზუსტ ციფრს ვერ ასახელებს, მაგრამ ამბობს, რომ პროექტი საკმაოდ ძვირად ღირებულია.
მისივე თქმით, პირველი ეტაპისათვის ტელეკომპანია ”მაესტრომ” დაახლოებით 100-120 ათასი სატელიტური ანტენა უკვე შეიძინა:
”რაც შეეხება მაკა ასათიანის დაფინანსების წყაროს, მას აქვს საკმაო ფინანსური რესურსი იმისა, რომ მოიზიდოს თანხები და ჩადოს საწარმოში. ეს არის წმინდა ბიზნესპროექტი, რადგან ”მაესტროს” ყურებადობა უკვე ძალიან დიდია და, რა თქმა უნდა, ტელეკომპანია ისეთი სპეციფიკური რამ არის, რომ მას უნდა ჰქონდეს საშუალება მოიცვას რაც შეიძლება დიდი არეალი”, - ამბობს დიმიტრი გაბუნია.
საზოგადოებაში ჩნდება კითხვა, ხომ არ გაიზიარებს „მაესტროს“ მიერ დამონტაჟებული სატელიტური ანტენები იმავე ბედს, რა ბედიც ორიოდე კვირის წინ კომპანია ”გლობალ კონტაქტ კონსალტინგი"-ს სატელიტურ ანტენებს ეწია. შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ შპს "გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" მფლობელობაში არსებული სატელევიზიო ანტენები, რომელთა მეშვეობითაც ”მე-9 არხის” მაუწყებლობა ხორციელდებოდა, დააყადაღა, რადგან, მათი განცხადებით, კონტროლის პალატის მიმართვის მიუხედავად, კომპანია განაგრძობდა ამომრჩევლებისთვის სატელევიზიო ანტენების გადაცემას, პოლიტიკური სუბიექტის მხარდაჭერის პირობით. არსებობს თუ არა საფრთხე და რა იურიდიული ბერკეტები არსებობს იმისათვის, რომ მსგავსი პრობლემა არ შეექმნას ტელეკომპანია ”მაესტროს” მიერ დამონტაჟებულ თეფშებს? ამ კითხვით რადიო თავისუფლებამ, ტელეკომპანიის იურისტს პაატა სალიას მიმართა. მისი მტკიცებით, ”მაესტრო” კანონის სრული დაცვით მოქმედებს. ტელეკომპანიის გადაწყვეტილება ბიზნესმოგებაზეა გათვლილი და, შესაბამისად, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ ტელეკომპანია ”მაესტროს” მიერ დამონტაჟებულ სატელიტურ თეფშებს რაიმე სახის პრობლემები შეექმნას. როგორც ის ამბობს, ტელეკომპანიის გადაწყვეტილებას არ ზღუდავს მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონი:
”სტუდია ”მაესტრო” ფლობს ლიცენზიას თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების მეშვეობით თავისი სიგნალის გავრცელების თაობაზე და, აქედან გამომდინარე, მას სრული უფლება აქვს განახორციელოს თანამგზავრით თავისი სიგნალის გაშვება. ერთადერთი აკრძალვა, რომელიც არის მოცემული მაუწყებლობის შესახებ კანონის 38-ე მუხლში, ეს არის ის, რომ იკრძალება სიხშირული სპექტრის გამოყენებით მაუწყებლობის ტრანზიტი, რაც ჩვენს შემთხვევაში არ ხდება”, - ამბობს პაატა სალია.
ჟურნალისტი ზვიად ქორიძეც მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია ”მაესტროს” მიმართ ე.წ. სადამსჯელო ღონისძიებები ვერ განხორციელდება და ის მიესალმება ტელეკომპანიის გადაწყვეტილებას გააფართოოს აუდიტორია:
”ძალიან საინტერესო ნოუ-ჰაუა, რომ თავად ტელეკომპანია არის დაინტერესებული, რომ თვითონ მიაწოდოს სატელიტური თეფშები თავის მომხმარებელს”, - მიაჩნია ზვიად ქორიძეს.
რაც შეეხება აუდიტორიის გაფართოებას, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, შეგახსენებთ საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებას, რაც საკაბელო ოპერატორებს სატელევიზიო არხების გავრცელების ვალდებულებას აკისრებს. სიგნალის ტრანზიტის ვალდებულება საკაბელო ოპერატორებს ტელეკომპანია ”მაესტროსა” და ”მე-9 არხთან” მიმართებაშიც ექნებათ. სამოქალაქო კამპანია ”ეს შენ გეხება” და ოპოზიციური პარტიები Must carry-სა და Must-offer–ის პრინციპების მოქმედების ვადის გახანგრძლივებას მინიმუმ არჩევნების შედეგების გამოცხადების დღემდე მოითხოვენ, საპარლამენტო უმრავლესობა კი მიიჩნევს, რომ ხსენებული პრინციპები მხოლოდ წინასაარჩევნო სააგიტაციო პერიოდში - 60 დღის განმავლობაში - უნდა მოქმედებდეს.
“მაესტრო” ყველა ოჯახში” - ასე ჰქვია პრომოაქციას, რომელსაც ტელეკომპანია ”მაესტრო” უახლოეს მომავალში რეგიონის მოსახლეობისთვის იწყებს. უფრო კონკრეტულად კი, როგორც ტელეკომპანიის დამფუძნებელთა განცხადებაშია მითითებული, ტელეკომპანია ”მაესტრომ” პარტნიორებთან ერთად გადაწყვიტა, აუდიტორიის საქართველოს მასშტაბით გაფართოების მიზნით, მოსახლეობას სატელიტური ანტენები დაურიგოს. რა იგულისხმება სიტყვა ”დარიგებაში”? - ამ კითხვით რადიო თავისუფლებამ სტუდია ”მაესტროს” დირექტორს ბაჩო კიკაბიძეს მიმართა. როგორც მან განგვიმარტა, ამ ეტაპზე მოსახლეობისთვის თეფშების გადაცემის სისტემა მუშავდება:
”მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე, ჩვენი ჯგუფი მივა ადგილზე და დაამონტაჟებს სატელიტურ თეფშებს. რაც შეეხება თეფშის ღირებულების გადახდას, ეს იქნება ან გრძელვადიანი, ან ნაწილობრივი გადახდა. ასევე შესაძლებელია ტექნიკის თხოვება გარკვეული პერიოდის მანძილზე. ანუ გვაქვს რამდენიმე ვარიანტი. ამ ვარიანტებს ვამუშავებთ იურისტებთან ერთად და რაც უფრო ხელსაყრელი იქნება რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისათვის, ალბათ იმას ავირჩევთ”, - ამბობს ბაჩო კიკაბიძე.
მისივე თქმით, პირველი ეტაპისათვის ტელეკომპანია ”მაესტრომ” დაახლოებით 100-120 ათასი სატელიტური ანტენა უკვე შეიძინა:
”რაც შეეხება მაკა ასათიანის დაფინანსების წყაროს, მას აქვს საკმაო ფინანსური რესურსი იმისა, რომ მოიზიდოს თანხები და ჩადოს საწარმოში. ეს არის წმინდა ბიზნესპროექტი, რადგან ”მაესტროს” ყურებადობა უკვე ძალიან დიდია და, რა თქმა უნდა, ტელეკომპანია ისეთი სპეციფიკური რამ არის, რომ მას უნდა ჰქონდეს საშუალება მოიცვას რაც შეიძლება დიდი არეალი”, - ამბობს დიმიტრი გაბუნია.
საზოგადოებაში ჩნდება კითხვა, ხომ არ გაიზიარებს „მაესტროს“ მიერ დამონტაჟებული სატელიტური ანტენები იმავე ბედს, რა ბედიც ორიოდე კვირის წინ კომპანია ”გლობალ კონტაქტ კონსალტინგი"-ს სატელიტურ ანტენებს ეწია. შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ შპს "გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" მფლობელობაში არსებული სატელევიზიო ანტენები, რომელთა მეშვეობითაც ”მე-9 არხის” მაუწყებლობა ხორციელდებოდა, დააყადაღა, რადგან, მათი განცხადებით, კონტროლის პალატის მიმართვის მიუხედავად, კომპანია განაგრძობდა ამომრჩევლებისთვის სატელევიზიო ანტენების გადაცემას, პოლიტიკური სუბიექტის მხარდაჭერის პირობით. არსებობს თუ არა საფრთხე და რა იურიდიული ბერკეტები არსებობს იმისათვის, რომ მსგავსი პრობლემა არ შეექმნას ტელეკომპანია ”მაესტროს” მიერ დამონტაჟებულ თეფშებს? ამ კითხვით რადიო თავისუფლებამ, ტელეკომპანიის იურისტს პაატა სალიას მიმართა. მისი მტკიცებით, ”მაესტრო” კანონის სრული დაცვით მოქმედებს. ტელეკომპანიის გადაწყვეტილება ბიზნესმოგებაზეა გათვლილი და, შესაბამისად, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ ტელეკომპანია ”მაესტროს” მიერ დამონტაჟებულ სატელიტურ თეფშებს რაიმე სახის პრობლემები შეექმნას. როგორც ის ამბობს, ტელეკომპანიის გადაწყვეტილებას არ ზღუდავს მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონი:
ძალიან საინტერესო ნოუ-ჰაუა, რომ თავად ტელეკომპანია არის დაინტერესებული, რომ თვითონ მიაწოდოს სატელიტური თეფშები თავის მომხმარებელს ...ზვიად ქორიძე