შავი ზღვის აჭარის სანაპიროზე წყლის ხარისხის შემოწმება ყოველი წლის აპრილიდან იწყება და ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება. ზაფხულობით გარემოს დაცვის სამსახურის წარმომადგენლები წყლის სინჯებს ყოველ ათ დღეში ერთხელ იღებენ. სპეციალისტების ზოგადი დასკვნით, აჭარის სანაპიროზე ზღვის წყლის ხარისხი იდეალური არ არის, თუმცა საბანაოდ უსაფრთხოა. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგენილია ის ადგილებიც, სადაც წყალი ყველაზე სუფთა და ყველაზე დაბინძურებულია.
Your browser doesn’t support HTML5