საქართველოს ტურისტული პერსპექტივები

ბათუმი

”ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური კვლევებისა და კონსულტაციების ცენტრის - ‘ილიაუნი ბიზნესრევიუსა’ ” და ჟურნალ ”ფორბსის” ქართული გამოცემის ინიციატივით მომზადდა კვლევა საქართველოს "საქართველოს ტურისტული პოტენციალი". მან აჩვენა, რომ 2009-დან 2012 წლამდე ტურისტების რაოდენობა თითქმის ორჯერაა გაზრდილი. დაახლოებით 50 პროცენტით მოიმატა სასტუმრო ადგილებისა და სასტუმროების შემოსავლების რაოდენობამ.

ბოლო დროს საქართველოს ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლები ხშირად ლაპარაკობენ ტურისტების ნაკადის ზრდის პროგნოზებზე. სხვადასხვა განცხადების მიხედვით, წელს საქართველოში ჩამოსული უცხოელი სტუმრების რაოდენობამ 4 მილიონს უნდა მიაღწიოს, გაისად კი 5 მილიონს გადააჭარბოს. იმის გარკვევას, თუ რამდენად რეალისტურია ასეთი პროგნოზები და რა ტემპით ვითარდება ტურისტული სფერო საქართველოში, ”ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური კვლევებისა და კონსულტაციების ცენტრი” შეეცადა. ამ ორგანიზაციის ექსპერტის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, კვლევა შეეხება 2009-2011 წლებს:

სასტუმრო "რედისონი" ბათუმში

გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს სასტუმროები მზად არიან გაზრდილი ნაკადის მისაღებად. ასევე შენდება ახალი სასტუმროები საქართველოს სხვადასხვა ტურისტულ რეგიონებში.

რა იწვევს ტურისტული ნაკადის ზრდას?

საქართველოში ტურისტული ნაკადის ზრდას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. ესენია: ძველი საკურორტო ქალაქების - ისეთის, როგორიცაა ბათუმი და ქობულეთი, - რეკონსტრუქცია და ახალი საკურორტო ზონების შექმნა, მაგალითად, ანაკლია. ასევე, სამთო-სათხილამურო სპორტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარება სვანეთსა თუ გუდაურში. საწყის სტადიაზეა
პერსპექტივა გვაქვს, რადგან რამდენიმე სავაჭრო ცენტრი გაიხსნა და დარწმუნებული ვართ, რომ შოპინგისთვის შემოსული ტურისტების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება...
გიორგი აბაშიშვილი

”სპა” კურორტის წყალტუბოს რეკონსტრუქცია. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების შემოსვლაც ტურისტული ნაკადის ზრდის ერთ-ერთ ფაქტორს წარმოადგენს. საგულისხმოა ისიც, რომ ”ილიას უნივერსიტეტის” ”ბიზნესრევიუს” კვლევამ ახალი ტენდენციაც გამოავლინა. კერძოდ, ტურისტების დაახლოებით 8 პროცენტი საქართველოში სავაჭროდ - შოპინგისთვის - ჩამოდის. გიორგი აბაშიშვილი ტურიზმის ამ სფეროს პერსპექტივებზე საუბრობს:

”ამ მხრივ პერსპექტივა გვაქვს, რადგან რამდენიმე სავაჭრო ცენტრი გაიხსნა და დარწმუნებული ვართ, რომ შოპინგისთვის შემოსული ტურისტების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.”

გიორგი აბაშიშვილის აზრით, საქართველოში ტურისტების ნაკადის ზრდას ხელს უწყობს ქვეყნის ლიბერალური სავიზო რეჟიმი და რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმება.

ლიბერალური სავიზო რეჟიმი და რუსი ტურისტები

მართლაც, სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ რუსეთიდან შემოსული ტურისტების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა. ეს ხდება, ოფიციალური მოსკოვის უარყოფითი განცხადებების მიუხედავად, ამბობს საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე:

მაია სიდამონიძე

”მას მერე, რაც გაუქმდა ვიზები რუსეთის მოქალაქეებისთვის, უკვე სამჯერ გაიზარდა და დღევანდელ დღეს პირველ ათეულში რუსეთი უკვე მეოთხე ადგილზე არის და მეოთხე ადგილზე გადმონაცვლება მოხდა სულ რაღაც 3 თვის განმავლობაში.”

მაია სიდამონიძის მიერ ნახსენები ტენდენციის შესაბამისად, სულ უფრო იზრდება რუსი ბლოგერების ჩანაწერების რაოდენობა. მათში ასახულია საქართველოში მოგზაურობის დეტალები. ბლოგერების დიდი ნაწილი აღტაცებას ვერ ფარავს, თუმცა გამოითქმის კრიტიკული შენიშვნებიც. მათი უმრავლესობა დაკავშირებულია ინფრასტრუქტურის გაუმართაობასთან და იმ კონტრასტთან, რომელიც იქმნება აღდგენილ და ჯერ კიდევ განუახლებელ ქუჩებსა და ქალაქებს შორის.
მეჩვენება, რომ საქართველო ოჯახთან ერთად დასვენებისთვის კარგი ადგილია. ის, რაც კეთდება ბათუმში და როგორც ბათუმი გამოიყურება, როგორი პლაჟებია, როგორი ბულვარი, როგორი ძველი ქალაქი, ეს ძალიან ლამაზია. სადაც არ უნდა გაიხედო, ყველგან თვალს უხარია...
ალექსეი, რუსი ტურისტი

მაგალითად, ღამით თბილისის რკინიგზის ჩაკეტილი ვაგზალი და მისი მიმდებარე ტერიტორია არ მოეწონა და ლამის უკან გაბრუნება გადაწყვიტა ოჯახთან ერთად რუსეთის ქალაქ სარატოვიდან ჩამოსულმა ალექსეიმ. მე მას ბათუმში 6–დღიანი დასვენებიდან სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ტელეფონით დავუკავშირდი და შთაბეჭდილებების გაზიარება ვთხოვე. პასუხი ასეთი იყო:

”შთაბეჭდილებები დამრჩა სხვადასხვაგვარი - არის მინუსები, არის პლუსები, მაგრამ, მთლიანობაში, ვნახე ის, რასაც ველოდებოდი. ამიტომ დადებითი შთაბეჭდილება დამრჩა. მეჩვენება, რომ საქართველო ოჯახთან ერთად დასვენებისთვის კარგი ადგილია. ის, რაც კეთდება ბათუმში და როგორც ბათუმი გამოიყურება, როგორი პლაჟებია, როგორი ბულვარი, როგორი ძველი ქალაქი, ეს ძალიან ლამაზია. სადაც არ უნდა გაიხედო, ყველგან თვალს უხარია.”

ალექსეი, რომელსაც ოჯახთან ერთად ბევრგან უმოგზაურია, ამბობს, რომ ბათუმის განახლებული სანაპირო უფრო მოვლილია, ვიდრე, მაგალითად, კანისა და ნიცის მუნიციპალური პლაჟები. მისი აზრით, საქართველოში დასვენება გაცილებით უმჯობესია, ვიდრე რუსეთის კურორტებზე -კრასნოდარის მხარეში, სოჭსა და ანაპაში. ამის თქმის საფუძველს გამოცდილ მოგზაურს აძლევს ქართული სტუმართმოყვარეობა, ქართული სამზარეულო, სიიაფე, მშვიდი გარემო და კიდევ ბევრი ფაქტორი, რომელთა შესახებ ალექსეი თავის ბლოგში წერს.