სანდრო თედიაშვილი თავისი მუსიკის შესახებ

25 მარტს „თავისუფლების დილის“ სტუმარი იყო მუსიკოსი სანდრო თედიაშვილი - “TedART“. კონსერვატორიის სტუდენტი უკვე რამდენიმე წელია ელექტრონულ მუსიკას ქმნის და არასდროს ერიდება ექსპერიმენტებს, მაგალითად, ისეთს, როგორიც არის ელექტრონული და კლასიკური მუსიკის სინთეზი.

სანდრომ გვიამბო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სიახლეები და მუდმივი ძიება მუსიკალური სტილის ჩამოყალიბებისთვის, როგორ აგროვებს ხმებს ქალაქში მუსიკის შესაქმნელად და რატომ არ მოსწონს, როდესაც მას დიჯეის უწოდებენ.