ნამუშევარს გვერდით შენ არ უნდა სჭირდებოდე, თვითონ უნდა ილაპარაკოს

თათია სხირტლაძე

თათია სხირტლაძე ხელოვანია, რომელიც სხვადასხვა მედიის, სხვადასხვა საშუალებით მუშაობს. ხელოვნებას და პედაგოგიკას სწავლობდა თბილისში, ვენაში, შემდეგ ჰოლანდიაში. ახლა ვენაში გამოყენებითი ხელოვნების უნივერსიტეტში ასწავლის და იქვე მუშაობს როგორც თავისუფალი ხელოვანი. "უხილავი ფარდის" ყოველკვირეული ციკლის სტუმარი დღეს თავის ინსტალაციებზე გვიამბობს, პერფორმანსზე, მის არსზე, როგორც ავტორი სუდანის დედაქალაქში განხორციელებული პროექტისა, სახელად „კარი“, სადაც საფეხბურთო კარის ბადე ხელოვნების ობიექტი იყო. გადაცემის წამყვანს, ოქროპირ რუხაძეს, ხელოვანი უამბობს, როგორ ჩართო თავის ინსტალაციაში საბჭოთა საბავშვო ლექსი-ზღაპარი, „მოიდოდირი“, და იმაზე, ესთეტიკურად უფრო მიმზიდველი თუ უფრო დამაფიქრებელია შერეული მედიის გზით მის მიერ შექმნილი ნამუშევრები.

Your browser doesn’t support HTML5

უხილავი ფარდა