თათია სხირტლაძე ხელოვანია, რომელიც სხვადასხვა მედიის, სხვადასხვა საშუალებით მუშაობს. ხატვას დაეუფლა თბილისში, იქვე გახდა პედაგოგი, შემდეგ ისწავლა ჰოლანდიაშიც, ახლა ვენაში გამოყენებითი ხელოვნების უნივერსიტეტში საქმიანობს. უხილავი ფარდის ყოველკვირეული ციკლის სტუმარი თავის ინსტალაციებზე გვიამბობს, პერფორმანსზე, მის არსზე, სუდანის დედაქალაქში, განხორციელებულ პროექტზე, სახელად, "ფეხბურთის კარი", სადაც კარის ბადე, ხელოვნების ობიექტი იყო, და იმაზე, როგორ ჩართო თავის ინსტალაციაში, საბჭოთა საბავშვო ლექსი-ზღაპარი, „მოიდოდირი“.