„პუსი რაიოტის“ მხარდასაჭერი კამპანია თბილისშიც დაიწყო

თათა ცოფურაშვილი

„პუსი რაიოტის“ მხარდასაჭერი კამპანია თბილისშიც დაიწყო. რუსული ფემინისტური პანკ-როკ ჯგუფის სამი წევრი მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში გამართული პერფორმანსისთვის - ”ღვთისმშობელო, განდევნე პუტინი” - 2012 წლის მარტიდან პატიმრობაში იმყოფება. „პუსი რაიოტის“ მხარდასაჭერად მთელ მსოფლიოში იმართება აქციები, სადაც სოლიდარობას უცხადებენ დაკავებულ მუსიკოსებს და მათ გათავისუფლებას ითხოვენ. რამ გამოიწვია პანკ-ჯგუფის მხარდამჭერი მოძრაობების გააქტიურება საქართველოსა და მსოფლიოში? რამ განაპირობა პოსტსაბჭოთა სივრცეში რადიკალური ფემინისტური მოძრაობების შექმნა? - ამ საკითხებზე დათო ჩიხლაძე ფილოსოფიის დოქტორს, ილიას უნივერსიტეტის პროფესორს, თათა ცოფურაშვილს ესაუბრა.

Your browser doesn’t support HTML5

„პუსი რაიოტის“ მხარდასაჭერი კამპანია თბილისშიც დაიწყო