ბიძაჩემი რომ მოკლეს, მახსოვს, სასოწარკვეთილი დედა როგორ ამბობდა, ფოთოლი რომ ვარდება ხიდან, იმასაც კი აქვს ხმა და ნუთუ ადამიანი ისე შეიძლება გამოასალმო სიცოცხლეს, რომ ამან არანაირი კვალი არ დატოვოსო. არასოდეს, არასოდეს დამავიწყდება დედაჩემის სიტყვები და ეს სიტყვები ჩემთვის ყოველთვის იქნება ჩემი, თქვენი და ყველას უძალობის, უგულობის, უპასუხისმგებლობის და არაადამიანურობის სიმბოლო.
ბიძაჩემი 2008 წლის ზაფხულში მოკლა სახელმწიფომ; აი, ზუსტად იმ მეთოდით, მედია და ხელისუფლება „ადგილზე ლიკვიდაციას“ რომ უწოდებენ. ის ძებნილი იყო დანაშაულისთვის, რომელიც მისი და მისი ოჯახის ტრაგედიაც იყო და რომლისთვისაც ის ნამდვილად იმსახურებდა სასჯელს, ოღონდ ობიექტური გამოძიებისა და სამართლიანი სასამართლოს შემდეგ - სასჯელაღსრულების ისეთ დაწესებულებაში, სადაც წამებისა და შურისძიების მსხვერპლი არ გახდებოდა. სახელმწიფომ კი, ნაცვლად ხანგრძლივი საგამოძიებო და სასამართლო პროცედურებისა, მარტივსა და იაფ გამოსავალს მიაგნო: სნაიპერის ტყვიით გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი. დიახ, სწორედ ეს წერია ექსპერტის დასკვნაში: „სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ ლიკვიდირებულ იქნა ცეცხლსასროლი იარაღით და ტრავმის მიყენებისთანავე, ადგილზევე გარდაიცვალა“.
საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის თანახმად, ყველას აქვს სიცოცხლის თანდაყოლილი უფლება. სასჯელის უმაღლესი ზომა, სიკვდილით დასჯა, 1997 წელს გაუქმდა; ჩვენს ქვეყანას რატიფიცირებული აქვს ევროპის ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა კონვენციის ორი დამატებითი ოქმი, რომლებიც, როგორც საომარ ისე სამშვიდობო პერიოდში, სახელმწიფოს უკრძალავენ სასიკვდილო განაჩენის გამოტანას. თუმცა, სამართლებრივად ბიძაჩემის საქმესა და ათეულობით იმ სხვა ადამიანის საქმეებს, რომლებიც ბოლო წლებში შეეწირნენ სახელმწიფოს არაადამიანურ პოლიტიკას, სიკვდილით დასჯის აკრძალვასთან პირდაპირი კავშირი არ აქვთ. სიცოცხლის უფლება არ არის აბსოლუტური უფლება და გარკვეულ, ექსტრემალურ შემთხვევებში, აბსოლუტური აუცილებლობისას, მისი შეზღუდვა დასაშვებია. თუმცა, სახელმწიფოს მხოლოდ მკაცრად პროპორციული ძალის გამოყენების უფლება აქვს. ანუ, სასიკვდილო ძალა მან შეიძლება მაშინ გამოიყენოს, როცა სასიკვდილო ძალა ემუქრებათ სახელმწიფოს სახელით მოქმედ პირებს; ადამიანის მოკვლის შესახებ წინასწარ მიღებული გადაწყვეტილება ლეგიტიმური იმდენად შეიძლება იყოს, რამდენადაც შესაძლებელია ამ ადამიანის მიერ სასიკვდილო ძალის გამოყენების წინასწარ განჭვრეტა.
წინა ხელისუფლება „ადგილზე ლიკვიდაციას“ უწოდებდა მკვლელობას, რომელიც ხშირად ნაკარნახევი არ ყოფილა მყისიერად შექმნილი აბსოლუტური აუცილებლობით. როგორ ახერხებდა ის ამ მანკიერი პრაქტიკის გამართლებას? ჩემი აზრით, პასუხი ასეთია: ადამიანისთვის სიცოცხლის თანდაყოლილი უფლების წართმევის გამართლებას მხოლოდ მაშინ შეძლებ, თუ მას ჯერ ადამიანობას ჩამოართმევ. წინა ხელისუფლება ფიქრობდა, რომ დიახაც ჰქონდა მოქალაქისთვის ადამიანობის ჩამორთმევის, მისი დეჰუმანიზაციის უფლება. ამიტომაც მიმართავდა ტერმინს - „ადგილზე ლიკვიდაცია“. გთხოვთ, არასოდეს, არასოდეს გაიმეოროთ ეს სიტყვები, არ არსებობს ამაზე უფრო ცინიკური, არაადამიანური და სასტიკი გამოთქმა, ვიდრე „ადგილზე ლიკვიდაცია“. ამ გამოთქმის დამკვიდრებისთვის პასუხი უნდა აგოს არა მხოლოდ წინა ხელისუფლებამ, არამედ ჩვენც, ვინც ამას მშვიდად ვისმენდით; ამ გამოთქმის ლეგიტიმაციით ჩვენ სახელმწიფოს ვანიჭებთ იმის უფლებას, რის უფლებაც მას არ აქვს.
პირადად ჩემთვის, „ორი გვამის“ თემის დეტალური ანალიზი საჭირო არც არის. ბიძაჩემის „შეპყრობისთვის აუცილებელი ზომების გადაცილებით სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე“ დაწყებული გამოძიების მასალები და ექსპერტიზის დასკვნა, მისი მეუღლისთვის დაზარალებულის სტატუსის არმინიჭება, არც ერთი დაკმაყოფილებელი შუამდგომლობა და მისი შვილების თვალებში ჩამდგარი შიში - აი, ეს არის ჩემთვის სრულიად საკმარისი, რათა მჯეროდეს, რომ ვისაც ადამიანის სიცოცხლის მნიშვნელობა არ ესმის, მისთვის ადამიანი ადამიანი კი არა, გვამია.
მაგრამ ჩემი სიტყვები არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს იმას, რომ მე, ან ჩემნაირებს, უნდა გვქონდეს ვანო მერაბიშვილის ბრალეულობის დადგენის უფლება. ის იმსახურებს სამართლიან სასამართლოს ჩემგან და ყველასგან დამოუკიდებლად, მისი ყველა პრეტენზია ყურადღებით და ობიექტურად უნდა იქნეს განხილული. ის ადამიანია და მას ადამიანობას ვერავინ ჩამოართმევს და ყველა, ვინც ამას შეეცდება, გააგრძელებს იმ ჯოჯოხეთურ გზას, რომელსაც თითქოს მიმართულება შევუცვალეთ.
როგორც მაჰათმა განდიმ თქვა, თვალი თვალის წილ საბოლოოდ ყველას დააბრმავებს. ამიტომ არ უნდა უკვირდეს წინა ხელისუფლებას, რატომ ვეღარავინ ხედავს მის გაკეთებულ კეთილ საქმეებს. ხოლო რაც შეეხება მოქმედ ხელისუფლებას, სწორედ იმ მსხვერპლის სახელით, რომელიც ჩვენ გავიღეთ, მან არ უნდა გააგრძელოს წინა ხელისუფლების დანერგილი შურისძიების პრაქტიკა (მათ შორის არც თავად წინა ხელისუფლების თანამდებობის პირთა მიმართ). და ეს უნდა დაიწყოს შურისძიების რიტორიკისა და „ადგილზე ლიკვიდაციის“ მანკიერი ცნების სრული უარყოფით.