ტალახაძის კიდევ ერთი ოქრო
Your browser doesn’t support HTML5
ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ყველას აჯობა აშშ-ის ქალაქ ანაჰაიმში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე. ზემძიმე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ათლეტმა ორჭიდის ჯამში 477 კილოგრამი დააგროვა და თავისივე მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა. ტალახაძემ ოქროს მედლები მოიპოვა ატაცსა და აკვრაშიც (ატაცში მსოფლიო რეკორდით - 220 კგ). ახლა 24 წლის სპორტსმენის კოლექციაში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ორ-ორი და ოლიმპიადის ერთი „ოქროა“.