ლიტერატურის ინსტიტუტის მიერ გამოცემულ "ლიტერატურისმცოდნეობის შესავალს" დიდხანს ელოდნენ ქართველი სტუდენტები. ასეთი სახელმძღვანელოების დეფიციტს პირველ რიგში ხომ სწორედ სტუდენტები განიცდიან. აქ ერთ წიგნშია თავმოყრილი უმნიშვნელოვანესი ლიტერატურისმცოდნეობითი საკითხები, თანაც მასზე ავტორთა სოლიდური ჯგუფი მუშაობდა, ასევე რედკოლეგია, რომელსაც ბოლომდე უნდა დაეცვა სიზუსტე და ახალგაზრდა მკითხველისთვის სანდო წყარო მიეწოდებინა. აქამდე ამ ტიპის სახელმძღვანელოს ყოველთვის ერთი ადამიანი წერდა ხოლმე. არ წამიკითხავს, მაგრამ თვალი ჩამიკრავს სიმონ გაჩეჩილაძის "ლიტერატურათმცოდნეობის საფუძვლებისთვის". წიგნი გასული საუკუნის 40-იან წლებშია გამოცემული. არსებობს მოგვიანებით დაბეჭდილი სახელმძღვანელოებიც, კომუნიზმის ზეობის ხანაში, სულ რამდენიმე წლის წინ კი გამოვიდა ნანა გაფრინდაშვილის "ლიტერატურათმცოდნეობის საფუძვლებიც".
წიგნი, რომელზეც დღეს ვისაუბრებთ, ერთი რამითაა გამორჩეული: ავტორები ეცადნენ მაქსიმალურად წარმოედგინათ თანამედროვე მეთოდები და კონცეფციები ამა თუ იმ ცნების განსაზღვრისას და, რაც მთავარია, ამ კვლევების ავტორები არიან ადამიანები, რომლებმაც სხვადასხვა დროს იმუშავეს ამ კონკრეტულ საკითხებზე. დღეს სასაუბროდ სტუმრად მოვიწვიე კრებულის ერთ-ერთი ავტორი და რედკოლეგიის წევრი, პროფესორი რამაზ ჭილაია, ვინც წლების განმავლობაში კითხულობდა ამ საგანს თბილისის უნივერსიტეტში:
"1976 წლიდან ოფიციალურად მაკითხებდნენ ლექციებს. ვკითხულობ ლიტერატურათმცოდნეობის შესავალს ქართულ განყოფილებაზეც და რუსულ განყოფილებაზეც. არც სტუდენტები არიან უკმაყოფილონი და არც ჩემი მოძღვრები და ვატყობ, რაღაცა უცნაურობა ხდება... ლიტერატურის თეორიას კი არ მაკითხებენ. აღმოჩნდა, რომ რადგან უპარტიო ვიყავი, გაგდებული ვიყავი კომკავშირიდან და იქ იყო ორი აუცილებელი პუნქტი - ლიტერატურის ეროვნულობა და პარტიულობა და ხალხურობა, ამას კი, როგორც უპარტიოს, არ მაკითხებდნენ, მერე, როდესაც ამას მივხვდი... ახლა, რა თქმა უნდა, გაგეღიმება, მაგრამ მაშინ სხვა იყო".
უნდა ითქვას, რომ ლიტერატურათმცოდნეობა დიდ ზეწოლას განიცდიდა ოფიციალური იდეოლოგიის მხრიდან. ყოველ შემთხვევაში, ქართულ ლიტერატურათმცოდნეობით სკოლაზე ნამდვილად დიდი ზეგავლენა მოახდინა ამ ფაქტორმა, იმდენად, რომ ვერც 20-30-იან წლებში და ვერც 60-70-იანებში მყარი საფუძვლები ვერ შეიქმნა ლიტერატურის თეორიისთვის. აკაკი გაწერელიას ლექსმცოდნეობით კვლევებს და კიდევ ერთი-ორ გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით, ამ სფეროში ბევრი არაფერი გაკეთებულა. თავის მხრივ, ლიტერატურული კრიტიკაც წნეხის ქვეშ იყო, მკაცრ ჩარჩოებში იყო მოქცეული, ძირითადი ძალები კი ლიტერატურის ისტორიასა და ტექსტოლოგიაზე იყო მიმართული. გარკვეულ პერიოდებში მაინც ხერხდებოდა ხოლმე გამონაკლისების დაშვება, გამოდიოდა კრებულები, იბეჭდებოდა სტატიები, მაგრამ ეს ტექსტები ნამდვილად ვერ სწვდებოდა ყველა მნიშვნელოვან საკითხს. ენათმეცნიერებისგან განსხვავებით, ლიტერატურათმცოდნეობა ყოველთვის განიცდიდა სახელძღვანელოების, სპეციალური ლიტერატურის დეფიციტს. თუკი პირველკურსელს ენათმეცნიერებაში ისეთი კლასიკური ნაშრომები ხვდებოდა, როგორიც არნოლდ ჩიქობავას "ენათმეცნიერების შესავალი", გიორგი ახვლედიანის "ზოგადი ფონეტიკის შესავალი" და შანიძის "გრამატიკის საფუძვლები" იყო, ლიტერატურის თვალსაზრისით, ძალიან ცუდად იყო საქმე. რაღაცები იყო, მაგრამ სრულიად არასაკმარისი:
"ალბათ, უმადურობა იქნება იმის თქმა, რომ არაფერი არ იყო. როგორ არ იყო. ლიტერატურის ინსტიტუტი როგორღაც მაინც ახერხებდა რაღაცების გაპარებას, იმიტომ რომ იმ ცნობილ წიგნსაც და ნებისმიერი წიგნსაც, რომ გამოსულიყო, ნებართვა სჭირდებოდა და დიდი შტამპი ერტყა: Допущено Министерством высшего и среднего образования СССР, და თუ ეროვნულ ენაზე - ამ შემთხვევაში, ქართულად - მინდოდა რამე, გეუბნებოდნენ: არის, ბატონო, ერთი, მეორე, მესამე... რუსული არის ე.წ. Язык межнационального общения და წაიკითხე და იყავიო".
სტუდენტს დღესაც შეუძლია სხვადასხვა ენაზე გაეცნოს ლიტერატურას და ეს აუცილებელიც კია, რომ მშობლიურ ენასთან ერთად, მინიმუმ კიდევ ერთ ენაზე მაინც კითხულობდეს იგი სამეცნიერო ლიტერატურას, მაგრამ აქ საუბარია ლიტერატურათმცოდნეობის ტერმინებზე, მათ ქართულ შესატყვისებზე თუ განმარტებებზე, ხერხებზე, რომლის საილუსტრაციოდაც ეროვნული ლიტერატურიდან აღებული მაგალითებია გამოყენებული. ეს კი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, მით უმეტეს, რომ ავტორები ცდილობდნენ მაქსიმალურად გაემარტივებინათ ტექსტი და ცხადად გადმოეცათ ყველაზე რთული პრობლემებიც კი:
"ერთია, რომ შენ ცალკე, პიროვნულად, რაღაც გარკვეულ ბაზას ფლობ ცოდნისას და მეორეა, როგორ გადასცემ ამ ცოდნას. და გარკვეულწილად დამეხმარა კიდევაც ის მრავალწლიანი გამოცდილება სტუდენტებთან ურთიერთობისა და სწორად გამიგებთ, ალბათ, ერთობ გადაპრანჭული წერა არ დამიწყია. მთავარია როგორმე იოლად მიიღოს სტუდენტმა, უმთავრესი გაიგოს და მერე, შემდგომ, ის თვითონ განსაზღვრავს სად წავიდეს, როგორ წავიდეს, როგორ მოიაზროს ეს ტექსტები. და ამიტომ, თავიდანვე მისი "დაშინება" და, მით უმეტეს, შენი ინტელექტუალური ზეწოლა არ არის საჭირო. შენ მიუთითე რასთან აქვს მას საქმე და თუ მას გაუჩნდა სურვილი ამ პრობლემის კვლევისა, ის თვითონ დაძებნის".
ეს წიგნი იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ ავტორები ჩვენი დისციპლინის აღსანიშნად ოდნავ სახეცვლილ ტერმინს ამკვიდრებენ. წიგნში ლიტერატურათმცოდნეობის ნაცვლად ყველგან ლიტერატურისმცოდნეობას შეხვდებით. წიგნის რედაქტორი ირმა რატიანია, რედკოლეგიაში კი თენგიზ კიკაჩეიშვილი, გაგა ლომიძე, სოლომონ ტაბუცაძე და რამაზ ჭილაია შედიან. ზემოთ ჩამოთვლილთა გარდა, წიგნის ავტორები არიან: ლევან ბრეგაძე, თამარ ლომიძე, თინათინ ბოლქვაძე, ნინო პოპიაშვილი, რუსუდან ცანავა, ვენერა კავთიაშვილი, თეიმურაზ დოიაშვილი, მაია ნაჭყებია და თამარ ბარბაქაძე.
ეს წიგნი ჯერჯერობით ყველაზე მოსახერხებელი წიგნია, რომელიც კი ქართულ ენაზე გამოცემულა ამ მიმართულებით. ცხადია, ძირითადი ნაწილი წიგნისა კომპილაციურია და ამ ტიპის სახელმძღვანელოებში ვერსად გაექცევი ასეთ თავმოყრებს, იგი აუცილებელიც კია. ავტორთა უმრავლესობას წლების მანძილზე დიდი გამოცდილება დაუგროვდა, ლექციებს კითხულობდნენ კონკრეტულ საგანში და იმდენად გაიწაფნენ, რომ არ გასჭირვებიათ საკითხის ზუსტად ფორმულირება. არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც თავიანთ ძველ ნაშრომებს მიმართავენ ავტორები, თუმცა ყველა სტატია, მთლიანობაში, მაინც ამ კონკრეტული კრებულისთვის დაიწერა და ამ სახით სხვა არც ერთ სახელმძღვანელოში არ გამოქვეყნებულა. ერთი სიტყვით, სტუდენტებს ისღა დარჩენიათ, თამამად გადადგან პირველი ნაბიჯები პოეტური ლექსიკის, ფაბულისა და სიუჟეტის, ლექსწყობისა და კომპოზიციის, ფონიკისა და პოეტური სემანტიკის საკითხების კვლევაში, დანარჩენში კი ადვილად გაერკვევიან. მთავარია იყოს გუგლი, ამაზონი, ტორენტები, პირატულად ატვირთული წიგნები, კინდლი და სხვა აუცილებელი ატრიბუტები.