რადიოჟურნალის პირველ ნაწილში მოისმენთ სიუჟეტებს ორ ახალ და საინტერესო პუბლიკაციაზე - „კონფლიქტის საფასური: უთქმელი ამბები, ქართულ-ოსურ კონტექსტში“ - ასე ეწოდება წიგნს, რომელიც ჯორჯ მეისონის სახელობის ამერიკულმა უნივერსიტეტმა გამოსცა. გაგაცნობთ, ასევე, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიიის პუბლიკაციას "დაკარგული ისტორია - საქართველოს პოლიტიკური წითელი ჯვარი". გიამბობთ საახალწლო კონკურსისთვის მზადებაზე ჰუმანიტარულ კავშირ „კათარზისში“; როგორ უნდა აღდგეს ნდობა სოციოლოგიური გამოკითხვების მიმართ - ამ პრობლემაზეც ვისაუბრებთ, საერთაშორისო კონტექსტში. რადიოჟურნალის ბოლოს შემოგთავაზებთ კვირის მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენების მიმოხილვას - 23 დეკემბერს საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად აირჩიეს ლერი ხაბელოვი.