"მეათე სტუდიაში" ვისაუბრებთ ევროკავშირსა და თურქეთს შორის გართულებულ ურთიერთობაზე. მაინც რეალისტურია თუ არა ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების პერსპექტივა და რას ნიშნავს ის საქართველოსთვის? - ეს ვკითხეთ თურქოლოგ თამთა ბოკუჩავას. შემდეგ მოისმენთ, რას ჰყვება ვლადიმირ პუტინის ერთი ძველი ნაცნობი, ბიზნესმენი მაქსიმ ფრეიდზონი, იმ დროზე, როცა პუტინი ლენინგრადის მერიაში მუშაობდა. გამოვეხმაურებით რუსეთში ერთ-ერთი წამყვანი უფლებადამცველი ორგანიზაციის, მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის, დაარსების მე-40 წლისთავს. გიამბობთ, რას წერს უფლებადამცველი ორგანიზაცია "ილგა-ევროპა ცისარტყელა" საქართველოში ლგბტ თემის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბოლოს გიამბობთ, როგორ ემზადება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა წიგნის მუზეუმის გასახსნელად.