რადიოჟურნალი - 1133-ე გამოშვება

დუისი

"მეათე სტუდიაში" გიამბობთ ლეგენდარული სტივ ჯობსის მოგზაურობაზე "პერესტროიკის" პერიოდის მოსკოვში. გიამბობთ, როგორ მუშაობენ ჩვენი კოლეგები პანკისის ხეობაში, სადაც ერთი თვეა მაუწყებლობს სათემო რადიო „Way”. მიგიწვევთ თბილისში, მწერალთა სახლში, სადაც ცნობილმა ენათმეცნიერმა მზექალა შანიძემ ისაუბრა ქართული ენისადმი დამოკიდებულებაზე, რასაკვირვეულია, 14 აპრილთან დაკავშირებით. ბოლოს შემოგთავაზებთ ინტერვიუს ენათმეცნიერ მარიამ მანჯგალაძესთან. მისი ინიციატივით, ქართული ენის დღე წელს ლიტვაშიც აღნიშნეს.