რადიოჟურნალი – 1012-ე გამოშვება

რადიოჟურნალის დღევანდელი გამოშვების პირველი სიუჟეტი ეძღვნება თამაზ ჩხენკელის მიერ თარგმნილი წერილების კრებულს, „თვალსაწიერს“. გიამბობთ ასევე ქართული და ოსური სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების შეხვედრაზე ერევანში. "მეათე სტუდიაში" შეხვდებით პრაღაში ჩატარებულ საერთაშორისო სასიმღერო კონკურს „ბრილიანტის ხმაში“ გამარჯვებულ ქართველ მუსიკოსებს. წარმოგიდგენთ ასევე კომპანია “საქდოკფილმის” დოკუმენტური კინოპროექტების განვითარების კურსს.