აგრარული უნივერსიტეტი არავის არ დაუხურავს და ავტორიზაცია ოთხი თვის შემდეგ მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუუქმდება, თუკი უნივერსიტეტი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მონიტორინგის ჯგუფის მიერ წარდგენილ დასკვნაში მითითებულ ხარვეზებს არ გამოასწორებს, განაცხადა 13 მარტს, აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა. განათლების სამინისტროსთან აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების აქცია გაიმართა, რომელსაც სოლიდარობა გამოუცხადეს სხვადასხვა უმაღლესმა სასწავლებლებმა და ერთად გამოხატეს პროტესტი აგრარული უნივერსიტეტისათვის ავტორიზაციის გაუქმების გამო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან უსაფრთხოების ზომების გამკაცრება პირველი საათიდან დაიწყო. სამართალდამცავებსა და დაცვის სამსახურის თანამშრომლებს 2 საათისთვის რკინის ბარიერებიც დაემატა. თბილისის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმა განათლების სამინისტროსთან შეკრებაც სწორედ ამ დროისათვის დაიწყეს. ილიას უნივერსიტეტის სტუდენტს, თორნიკე ჩიქოვანს, ხელში ტრანსპარანტი უჭირავს, წარწერით „დღეს მეც აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტი ვარ“.
”ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ აგრარულ უნივერსიტეტს და ვფქრობთ, რომ არასწორად გაუუქმეს უნივერსიტეტს ავტორიზაცია. ჩვენ მათ გვერდით ვიდგებით ბოლომდე”, - ამბობს თორნიკე ჩიქოვანი.
თორნიკეს მსგავსად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან პროტესტი აგრარული უნივერსიტეტისათვის ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე რამდენიმე ასეულმა სტუდენტმა გამოთქვა. ეკა ბლიაძე, აგრარული უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ 12 მარტს, გამთენიისას მიღებული გადაწყვეტილება აგრარული უნივერსიტეტისათვის ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე უსამართლო იყო, სწორედ ამიტომ ის და მისი თანაუნივერსიტეტელები ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვენ. როგორც ეკა ამბობს, მონიტორინგის საბჭოს მიერ დაწერილი დასკვნა, სადაც აგრარულ ინივერსიტეტში არსებულ ხარვეზებზეა საუბარი, სიმართლეს არ შეესაბამება:
”პირველ კურსზე ძველ აგრარულ უნივერსიტეტში ვსწავლობდი და ახლა ვსწავლობ განახლებულ აგრარულ უნივერსიტეტში, რომელიც სრულიად განსხვავდება ძველი სასოფლოსგან. ძალიან მიკვირს, როგორ შეიძლება, რომ აგრარულ უნივერსიტეტს შეედავო განათლების ხარისხზე და გაუუქმო ავტორიზაცია”.
ხმაური და შეძახილები განათლების სამინისტროსთან მას შემდეგ დაიწყო, რაც შენობასთან განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი გამოჩნდა. სამართალდამცავების მიერ რკინის ბარიერებით შემოსაზღვრულ შენობაში შესვლა მისთვის ადვილი არ აღმოჩნდა. ”სი-მართ-ლე” - სკანდირებენ სტუდენტები. საპასუხოდ მინისტრი სტუდენტების საინიციატივო ჯგუფს სამინისტროში ხვდება.
განათლების სამინისტროს მეორე სართულზე სტუდენტების ხუთკაციანი საინიციატივო ჯგუფი ერთი საათის განმავლობაში ცდილობდა მინისტრისთვის არგუმენტებით დაესაბუთებინა, თუ რატომ უნდა აღუდგეს აგრარულ უნივერსიტეტს ჩამორთმეული ავტორიზაცია. თავის მხრივ, არც მინისტრი აკლებდა ძალას განემარტა სტუდენტებისთვის, თუ რატომ გაუუქმდა უნივერსიტეტს ავტორიზაცია. ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი კი, მისი თქმით, უნივერსიტეტის შინაგანაწესში არსებული პუნქტია, რომელიც თავად აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების უფლებებს არღვევს და ის საქართველოს კანონმდებლობას არ შეესაბამება:
”თქვენ ამბობთ, რომ დასკვნაში იყო სასაცილო საკითხები, მაგალითად, ფირნიშების არქონასთან თუ ბიბლიოთეკაში წიგნის ნაკლებობის თაობაზე. მაგრამ მე გეუბნებით: საქართველოს კანონმდებლობით, სტუდენტებს, გადასახადის გადაუხდელობის შემთხვევაში, შეუჩერდებათ სტატუსი და როდესაც შეძლებენ გადასახადის გადახდას, ნებისმიერ მომენტში აქვთ შესაძლებლობა, რომ აღიდგინონ სტატუსი. ხოლო აგრარული უნივერსიტეტის წესდებაში წერია, რომ 12 თვის განმავლობაში ეს სტუდენტები ირიცხებიან და მათ საერთოდ უწყდებათ სტატუსი. ამ პოზიციის განაწესში შენარჩუნება თქვენი კოლეგა სტუდენტების უფლებების დარღვევაა”, - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.
სტუდენტთა მტკიცებით, დასკვნაში მითითებული 609 სტუდენტი აგრარული უნივერსიტეტიდან გაირიცხა მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მათ გამოცდები ვერ ჩააბარეს და არა გადასახადის გადაუხდელობის გამო. გიორგი მარგველაშვილი დებს პირობას, რომ დასკვნაში მითითებული ხარვეზების აღმოფხვრის შემთხვევაში ის პირადად შეეცდება მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში დაუბრუნდეს აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია:
”უნივერსიტეტს ოთხ თვეში უუქმდება ავტორიზაცია. რამდენი ხანი უნდა ამ ხარვეზების გამოსწორებას? მე გაძლევთ თქვენ გარანტიას, რომ როგორც კი წესდება კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოვა, მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში თქვენ გექნებათ ავტორიზაცია”, - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.
13 მარტს გამართული შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების საინიციატივო ჯგუფს უახლოეს მომავალში დაუკავშირდებიან განათლების ხარისხის მართვის ექსპერტები. როგორც სამინისტროში აცხადებენ, სწორედ მათი დახმარებით გახდება შესაძლებელი, რომ აგრარულმა უნივერსიტეტმა ავტორიზაციის გაუქმების გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა მოახერხოს. განათლების მინისტრიცა და სტუდენტებიც აცხადებენ, რომ ხარვეზების გასწორებისათვის რამდენიმე დღეც საკმარისია.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან უსაფრთხოების ზომების გამკაცრება პირველი საათიდან დაიწყო. სამართალდამცავებსა და დაცვის სამსახურის თანამშრომლებს 2 საათისთვის რკინის ბარიერებიც დაემატა. თბილისის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმა განათლების სამინისტროსთან შეკრებაც სწორედ ამ დროისათვის დაიწყეს. ილიას უნივერსიტეტის სტუდენტს, თორნიკე ჩიქოვანს, ხელში ტრანსპარანტი უჭირავს, წარწერით „დღეს მეც აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტი ვარ“.
”ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ აგრარულ უნივერსიტეტს და ვფქრობთ, რომ არასწორად გაუუქმეს უნივერსიტეტს ავტორიზაცია. ჩვენ მათ გვერდით ვიდგებით ბოლომდე”, - ამბობს თორნიკე ჩიქოვანი.
პირველ კურსზე ძველ აგრარულ უნივერსიტეტში ვსწავლობდი და ახლა ვსწავლობ განახლებულ აგრარულ უნივერსიტეტში, რომელიც სრულიად განსხვავდება ძველი სასოფლოსგან. ძალიან მიკვირს, როგორ შეიძლება, რომ აგრარულ უნივერსიტეტს შეედავო განათლების ხარისხზე...ეკა ბლიაძე
თორნიკეს მსგავსად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან პროტესტი აგრარული უნივერსიტეტისათვის ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე რამდენიმე ასეულმა სტუდენტმა გამოთქვა. ეკა ბლიაძე, აგრარული უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ 12 მარტს, გამთენიისას მიღებული გადაწყვეტილება აგრარული უნივერსიტეტისათვის ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე უსამართლო იყო, სწორედ ამიტომ ის და მისი თანაუნივერსიტეტელები ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვენ. როგორც ეკა ამბობს, მონიტორინგის საბჭოს მიერ დაწერილი დასკვნა, სადაც აგრარულ ინივერსიტეტში არსებულ ხარვეზებზეა საუბარი, სიმართლეს არ შეესაბამება:
”პირველ კურსზე ძველ აგრარულ უნივერსიტეტში ვსწავლობდი და ახლა ვსწავლობ განახლებულ აგრარულ უნივერსიტეტში, რომელიც სრულიად განსხვავდება ძველი სასოფლოსგან. ძალიან მიკვირს, როგორ შეიძლება, რომ აგრარულ უნივერსიტეტს შეედავო განათლების ხარისხზე და გაუუქმო ავტორიზაცია”.
ხმაური და შეძახილები განათლების სამინისტროსთან მას შემდეგ დაიწყო, რაც შენობასთან განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი გამოჩნდა. სამართალდამცავების მიერ რკინის ბარიერებით შემოსაზღვრულ შენობაში შესვლა მისთვის ადვილი არ აღმოჩნდა. ”სი-მართ-ლე” - სკანდირებენ სტუდენტები. საპასუხოდ მინისტრი სტუდენტების საინიციატივო ჯგუფს სამინისტროში ხვდება.
”თქვენ ამბობთ, რომ დასკვნაში იყო სასაცილო საკითხები, მაგალითად, ფირნიშების არქონასთან თუ ბიბლიოთეკაში წიგნის ნაკლებობის თაობაზე. მაგრამ მე გეუბნებით: საქართველოს კანონმდებლობით, სტუდენტებს, გადასახადის გადაუხდელობის შემთხვევაში, შეუჩერდებათ სტატუსი და როდესაც შეძლებენ გადასახადის გადახდას, ნებისმიერ მომენტში აქვთ შესაძლებლობა, რომ აღიდგინონ სტატუსი. ხოლო აგრარული უნივერსიტეტის წესდებაში წერია, რომ 12 თვის განმავლობაში ეს სტუდენტები ირიცხებიან და მათ საერთოდ უწყდებათ სტატუსი. ამ პოზიციის განაწესში შენარჩუნება თქვენი კოლეგა სტუდენტების უფლებების დარღვევაა”, - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.
მე გაძლევთ თქვენ გარანტიას, რომ როგორც კი წესდება კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოვა, მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში თქვენ გექნებათ ავტორიზაცია...გიორგი მარგველაშვილი