დღეს ისეთ წიგნზე ვისაუბრებთ, რომელშიც განსაკუთრებული შრომაა ჩადებული. „ბაკურ სულაკაურის“ მიერ გამოცემული საიმონ სებაგ მონტეფიორეს წიგნი „იერუსალიმი: ბიოგრაფია“, მართალია, პოპულარული ისტორიის ჟანრს მიეკუთვნება და სულ რაღაც 2 წლის წინ გამოიცა, მაგრამ მისი დაწერისთვის იმხელა მასალაა გადამუშავებული და ისეთი მონდომებით, რომ წარსულის დიადი ისტორიკოსებიც შეიძლება გაგახსენდეთ (მე-19 თუ მე-20 საუკუნეებისა), ყველაფერს რომ გამოწვლილვით იკვლევდნენ, ეცნობოდნენ წყაროებს და წლების მანძილზე წიგნში თავებისა და თემების გადაჯგუფებით იყვნენ ხოლმე დაკავებულნი... თუმცა არა, ჩემი აზრით, ეს წიგნი, პირველ რიგში, 21-ე საუკუნის დასაწყისში გამოცემულ ერთ ძალიან კარგ ნაშრომს ჰგავს და შესაძლოა იქიდანაც იღებს სათავეს. ეს გახლავთ პიტერ აკროიდის „ლონდონი: ბიოგრაფია“, რომელმაც მე თავის დროზე უდიდესი სიამოვნება მომანიჭა და ახლაც სიამოვნებით გადავხედავ ხოლმე რაღაც თავებს.
მართალია, ჟანრულად ცოტათი განსხვავდებიან ეს წიგნები, - აკროიდი საოცარ მასალას ახვავებდა და ძალიან მახვილგონივრულად უყრიდა მას თავს და აჯგუფებდა, - მაგრამ მსგავსებაც იგრძნობა მათ შორის, პირველ რიგში, მსგავსება მასალის სიუხვის თვალსაზრისით.
ერთადერთი მინუსი ასეთი წიგნებისა ის არის, რომ მათ არ ახლავთ დეტალური ბიბლიოგრაფია, სადაც წიგნში გამოყენებული აბსოლუტურად ყველა წყარო იქნება დამოწმებული. ცხადია, ავტორები თავად ტექსტში ახსენებენ იმ აუარება წიგნსა თუ დოკუმენტს, მაგრამ ვერც სქოლიოებში და ვერც წიგნის ბოლოს თქვენ ვერ ნახავთ ბიბლიოგრაფიის გრძელ-გრძელ ნუსხებს, ჩემს ერთ-ერთ საყვარელ „საკითხავს“.
ეს 700-გვერდიანი წიგნი ცხრა დიდი თავისგან შედგება, რომლებშიც, თავის მხრივ, 53-ზე მეტი მოზრდილი ქვეთავი შედის და ლამის ყველა ამ თავში რელიგიური თემაა წამყვანი. იერუსალიმზე ხომ შეუძლებელია სხვანაირად წერა. ეს მსოფლიო რელიგიები პირდაპირ სათაურებშია გამოტანილი. მაგალითად, პირველი ნაწილი – იუდაიზმი, შემდეგ - წარმართობა, ქრისტიანობა, ისლამი... ყველა დანარჩენ 5 თავშიც ცხადად მოჩანს ეს რელიგიური თემატიკა: ჯვაროსნული ლაშქრობები, მამლუქები, ოსმალები, იმპერია, სიონიზმი.
ალბათ, ამ რელიგიურობის სრული ბატონობის გამო იყო, რომ იერუსალიმში ძალიან ძნელია რეალობისა და ლეგენდის გარჩევა, ან, უბრალოდ, სიმართლის დადგენა. ამას წიგნის მთარგმნელი ნიკა სამუშიაც ხაზგასმით ამბობს:
„სხვათა შორის, მონტეფიორე აღნიშნავს, რომ სინამდვილის დადგენა უკვე ძალიან რთულია იერუსალიმში, იმიტომ რომ ისე არის ერთმანეთში არეული ყველაფერი და მას მოჰყავს წმინდა ადგილების მაგალითი, სადაც ისე არის ყველაფერი ერთმანეთზე გადაშენებული, დაშენებული – ებრაულ ტაძრებზე ქრისტიანული, ქრისტიანულზე მუსლიმანური და უკვე ამ რელიგიური სიწმინდეების გამო ისე იკრძალება იქ მათთან შეხება და რაღაც არქეოლოგიური გათხრების წარმოება, რომ სინამდვილის დადგენა ძალიან რთულია და ყველას თავისი სიმართლე აქვს. ეს სიწმინდე სხვადასხვა რელიგიის, სამი ძირითადი რელიგიის, დედამიწის, ალბათ, ყველაზე გავლენიანი რელიგიების ეს ურთიერთობა და მათი დაპირისპირება ხელს უშლის რეალობის დადგენას“.
ცალკე საუბრის თემაა ე.წ. იერუსალიმის სინდრომი, რის გამოც ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან შორიდან დანახული ქალაქისა და იქ ჩასულის შთაბეჭდილებები:
“მონტეფიორე აღწერს, რომ ხშირად სტუმრობდა ხოლმე მშობლებთან ერთად იერუსალიმს და თვითონ ქალაქის ისტორიასთან დაკავშირებით კიდევ ერთ სინდრომზეც საუბრობს, რომელიც პირველად ჩასულ სტუმრებსა და მნახველებს აწუხებთ ხოლმე. ეს არის წარმოდგენები, რაც არსებობს იერუსალიმზე და შემდეგ უკვე დანახული რეალობა სინამდვილეში. ალბათ, მთლიანად მონტეფიორეც ცდილობს მკითხველს, ვისაც ჯერ არ უნახავს ან ჯერ არ ყოფილა იერუსალიმში, აღუწეროს ეს სინდრომები და დაიცვას მკითხველი იმისგან, რაზეც საუბრობს. ანუ, ჩვენ გვაქვს რაღაც წარმოდგენები იერუსალიმზე, მაგრამ სინამდვილეში იქ სულ სხვა რამე შეიძლება დაგხვდეს. მე მგონი, ამას კარგად ახერხებს, იმიტომ რომ, როგორც აღინიშნა, შეზავებულია იქ მითებიც, რეალობაც და, მე მგონი, კარგად გამოსდის”.
ავტორს კი უწერია შესავალში, იერუსალიმი ათეიზმისა და რელიგიის ფრონტის ხაზიაო, მაგრამ მაინც სხვა რამაა აქ უფრო მნიშვნელოვანი და ამაზე მონტეფიორე საკმაოდ საინტერესოდ მოგვითხრობს – იერუსალიმი ესაა ფუნდამენტალიზმის ტაძარი, ცივილიზაციების შეჯახების სტრატეგიული ბრძოლის ველი, ოცდაოთხსაათიანი საინფორმაციო არხების კამერებისთვის განათებული სცენა, ცრუმორწმუნეების, შარლატანებისა და ფანატიკოსების ბუდე. და კიდევ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის ერთადერთი ქალაქი კულტურის ისტორიაში, რომელიც ზეცაშიც არსებობს.
ზეციურ იერუსალიმზე საუბარს დიდხანს არ გავაგრძელებ. უბრალოდ, დავძენ, რომ ზემოთ ჩამოთვლილ ნეგატიურ მახასიათებლებთან ერთად აქ იერუსალიმის უფაქიზეს და უნაზეს ნაკვთებსაც დაინახავთ.
იერუსალიმის ისტორია მრავალი უმნიშვნელოვანესი ეპოქისა და პერიოდისგან შედგება და წიგნის მთარგმნელ ნიკა სამუშიასაც ვკითხე, თავად იგი რომელმა პერიოდმა გაიტაცა ყველაზე მეტად:
„ეს იყო ჯვაროსნების ეპოქა. საინტერესო იყო იმიტომ, რომ ამ ეპოქას ჩვენ ვიცნობთ როგორც თანამედროვე მაყურებელი. მკითხველსაც არ ვიტყვი, ფილმებით ვიცნობთ ხოლმე ჯვაროსნულ ეპოქას და, სხვათა შორის, სულ სხვა რამეს ველოდი და სულ სხვა რამე წავიკითხე და გავიგე ამ პერიოდზე. რომ ეს არ იყო რომანტიზმის ხანა, ამ გმირებს, რომლებსაც ვიცნობთ და, პირველ რიგში, ალბათ, სალადინი, რომელიც ყველაზე ცნობილია, და ჯვაროსანი რაინდები და მეფეები იერუსალიმისა... და ამ ადამიანებს მონტეფიორე რეალურად აღწერს, რეალურად აღწერს ისტორიას, ამ ისტორიულ ფიგურებს, თავიანთი დადებითი და უარყოფითი მხარეებით, ანუ აღწერს როგორც რეალურ ადამიანებს და არა როგორც ფილმის გმირებს ან მხატვრული ნაწარმოების გმირებს“.
მთარგმნელის სიტყვით, სწორედ შუა საუკუნებში შეხვდა ორი დიდი სამყარო ერთმანეთს:
„ეპოქა იმითაც იყო საინტერესო, რომ, ალბათ, ეს იყო გადამწყვეტი ხანა იერუსალიმისთვის, საიდანაც თანამედროვე იერუსალიმი მივიღეთ. ეს იყო ხანა, როდესაც იერუსალიმში ერთმანეთს შეხვდა დასავლური და აღმოსავლური ცივილიზაცია, მუსლიმური სამყარო და ქრისტიანული სამყარო და დღესაც, შეიძლება ითქვას, ამ სამყაროების დაპირისპირების ადგილია იერუსალიმი, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი დღეს ისრაელის სახელმწიფოს შემადგენლობაში შედის“.
დაბოლოს, მინდა დავასრულო ლოიდ ჯორჯის ფრაზით, რომელსაც ყოველთვის იხსენებდა მონტეფიორე წიგნზე მუშაობისას. ლოიდ ჯორჯმა ამ ფრაზით მიმართა იერუსალიმის გუბერნატორ სტორსს, რომელიც ებრაელებსაც და არაბებსაც ერთნაირად სძულდათ:
„თუ რომელიმე მხარე წუწუნს შეწყვეტს, დაგითხოვთ“.

მონტეფიორე აღნიშნავს, რომ სინამდვილის დადგენა უკვე ძალიან რთულია იერუსალიმში, იმიტომ რომ ისე არის ერთმანეთში არეული ყველაფერი და მას მოჰყავს წმინდა ადგილების მაგალითი, სადაც ისე არის ყველაფერი ერთმანეთზე გადაშენებული, დაშენებული – ებრაულ ტაძრებზე ქრისტიანული, ქრისტიანულზე მუსლიმანური და უკვე ამ რელიგიური სიწმინდეების გამო ისე იკრძალება იქ მათთან შეხება და რაღაც არქეოლოგიური გათხრების წარმოება...ნიკა სამუშია
ეს 700-გვერდიანი წიგნი ცხრა დიდი თავისგან შედგება, რომლებშიც, თავის მხრივ, 53-ზე მეტი მოზრდილი ქვეთავი შედის და ლამის ყველა ამ თავში რელიგიური თემაა წამყვანი. იერუსალიმზე ხომ შეუძლებელია სხვანაირად წერა. ეს მსოფლიო რელიგიები პირდაპირ სათაურებშია გამოტანილი. მაგალითად, პირველი ნაწილი – იუდაიზმი, შემდეგ - წარმართობა, ქრისტიანობა, ისლამი... ყველა დანარჩენ 5 თავშიც ცხადად მოჩანს ეს რელიგიური თემატიკა: ჯვაროსნული ლაშქრობები, მამლუქები, ოსმალები, იმპერია, სიონიზმი.
ალბათ, ამ რელიგიურობის სრული ბატონობის გამო იყო, რომ იერუსალიმში ძალიან ძნელია რეალობისა და ლეგენდის გარჩევა, ან, უბრალოდ, სიმართლის დადგენა. ამას წიგნის მთარგმნელი ნიკა სამუშიაც ხაზგასმით ამბობს:
„სხვათა შორის, მონტეფიორე აღნიშნავს, რომ სინამდვილის დადგენა უკვე ძალიან რთულია იერუსალიმში, იმიტომ რომ ისე არის ერთმანეთში არეული ყველაფერი და მას მოჰყავს წმინდა ადგილების მაგალითი, სადაც ისე არის ყველაფერი ერთმანეთზე გადაშენებული, დაშენებული – ებრაულ ტაძრებზე ქრისტიანული, ქრისტიანულზე მუსლიმანური და უკვე ამ რელიგიური სიწმინდეების გამო ისე იკრძალება იქ მათთან შეხება და რაღაც არქეოლოგიური გათხრების წარმოება, რომ სინამდვილის დადგენა ძალიან რთულია და ყველას თავისი სიმართლე აქვს. ეს სიწმინდე სხვადასხვა რელიგიის, სამი ძირითადი რელიგიის, დედამიწის, ალბათ, ყველაზე გავლენიანი რელიგიების ეს ურთიერთობა და მათი დაპირისპირება ხელს უშლის რეალობის დადგენას“.
ცალკე საუბრის თემაა ე.წ. იერუსალიმის სინდრომი, რის გამოც ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან შორიდან დანახული ქალაქისა და იქ ჩასულის შთაბეჭდილებები:
“მონტეფიორე აღწერს, რომ ხშირად სტუმრობდა ხოლმე მშობლებთან ერთად იერუსალიმს და თვითონ ქალაქის ისტორიასთან დაკავშირებით კიდევ ერთ სინდრომზეც საუბრობს, რომელიც პირველად ჩასულ სტუმრებსა და მნახველებს აწუხებთ ხოლმე. ეს არის წარმოდგენები, რაც არსებობს იერუსალიმზე და შემდეგ უკვე დანახული რეალობა სინამდვილეში. ალბათ, მთლიანად მონტეფიორეც ცდილობს მკითხველს, ვისაც ჯერ არ უნახავს ან ჯერ არ ყოფილა იერუსალიმში, აღუწეროს ეს სინდრომები და დაიცვას მკითხველი იმისგან, რაზეც საუბრობს. ანუ, ჩვენ გვაქვს რაღაც წარმოდგენები იერუსალიმზე, მაგრამ სინამდვილეში იქ სულ სხვა რამე შეიძლება დაგხვდეს. მე მგონი, ამას კარგად ახერხებს, იმიტომ რომ, როგორც აღინიშნა, შეზავებულია იქ მითებიც, რეალობაც და, მე მგონი, კარგად გამოსდის”.
ავტორს კი უწერია შესავალში, იერუსალიმი ათეიზმისა და რელიგიის ფრონტის ხაზიაო, მაგრამ მაინც სხვა რამაა აქ უფრო მნიშვნელოვანი და ამაზე მონტეფიორე საკმაოდ საინტერესოდ მოგვითხრობს – იერუსალიმი ესაა ფუნდამენტალიზმის ტაძარი, ცივილიზაციების შეჯახების სტრატეგიული ბრძოლის ველი, ოცდაოთხსაათიანი საინფორმაციო არხების კამერებისთვის განათებული სცენა, ცრუმორწმუნეების, შარლატანებისა და ფანატიკოსების ბუდე. და კიდევ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის ერთადერთი ქალაქი კულტურის ისტორიაში, რომელიც ზეცაშიც არსებობს.
ზეციურ იერუსალიმზე საუბარს დიდხანს არ გავაგრძელებ. უბრალოდ, დავძენ, რომ ზემოთ ჩამოთვლილ ნეგატიურ მახასიათებლებთან ერთად აქ იერუსალიმის უფაქიზეს და უნაზეს ნაკვთებსაც დაინახავთ.
ეპოქა იმითაც იყო საინტერესო, რომ, ალბათ, ეს იყო გადამწყვეტი ხანა იერუსალიმისთვის, საიდანაც თანამედროვე იერუსალიმი მივიღეთ. ეს იყო ხანა, როდესაც იერუსალიმში ერთმანეთს შეხვდა დასავლური და აღმოსავლური ცივილიზაცია, მუსლიმური სამყარო და ქრისტიანული სამყარო და დღესაც, შეიძლება ითქვას, ამ სამყაროების დაპირისპირების ადგილია იერუსალიმი, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი დღეს ისრაელის სახელმწიფოს შემადგენლობაში შედის...ნიკა სამუშია