მშენებლობას შეწირული კიდევ ერთი მუშა
Your browser doesn’t support HTML5
თბილისში 26 წლის მუშა დაიღუპა მშენებლობაზე. ის კომპანია „სიმეტრიას“ მშენებარე კორპუსის მეხუთე სართულის აივნიდან გადმოვარდა. პროფკავშირები და მუშათა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები მიუთითებენ უსაფრთხოების ნორმების დარღვევასა და ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის არარსებობაზე. ამავე მშენებლობაზე დარაჯად მუშაობდა მამამისი. დაღუპული მუშა მრავალშვილიანი ოჯახიდან იყო. მას ცოლი და მცირეწლოვანი შვილი დარჩა. პროფკავშირის ინფორმაციით, 2017 წელს უსაფრთხოების ნორმის დარღვევის გამო სამუშაო ადგილზე დაიღუპა 41 და მძიმედ დაშავდა 63 ადამიანი.