შრომის დეპარტამენტი შრომის ინსპექციის ნაცვლად

Your browser doesn’t support HTML5

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ შრომის ინსპექციის შექმნის გადაწყვეტილება შეცვალა. მიუხედავად იმისა, რომ პროფკავშირები, არასამთავრობო ორგანიზაციები და შრომის უფლებების სხვა დამცველები სწორედ შრომის ინსპექციის აუცილებლობაზე ლაპარაკობდნენ, საბოლოოდ სამინისტროში შეიქმნა დეპარტამენტი, რომელიც მხოლოდ შრომის უსაფრთხოების ნორმებს შეამოწმებს, მაგრამ სადამსჯელო მექანიზმები არ ექნება. რატომ შეცვალა მთავრობამ თავდაპირველი გადაწყვეტილება და რას ფიქრობენ ამ თემაზე შრომის უფლებების დამცველები და დასაქმებულები?