რუსულენოვანი ტელეარხის - „პიკის“ - მუშაობის შეჩერება და სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის მხარდაჭერა - შეიძლება ითქვას, რომ ბოლო დღეებში გააქტუალურებული ეს ორი საკითხი გარკვეულმა წრეებმა ”ქართული ოცნების” პრორუსულობასთან დაკავშირებით ”ნაციონალური მოძრაობის” ცნობილი ბრალდებების კონტექსტში განიხილეს. რა ხდება სინამდვილეში? რა გეგმები, მიდგომები და შეფასებები დგას ამ ორი საკითხის მიღმა?
20 ოქტომბერს, როცა გავრცელდა ინფორმაცია ტელეკომპანია „პიკის“ დახურვის შესახებ, სოციალურ ქსელებში თვალის დახამხამებაში გამოჩნდნენ ისინი, ვინც ამ ყველაფრის უკან პუტინის რუსეთისთვის გაგორებული კოჭი დაინახა. აი, დაიწყო ივანიშვილის მთავრობამ რუსეთის მაამებლობა; აი, დავიწყეთ რუსეთის კარნახით ცხოვრება, - დაახლოებით ასეთი შეფასებები გამოიკვეთა იმ დღეს ფეისბუქის სივრცეში და ამ შეფასებებს არაერთი თანამოაზრეც გამოუჩნდა. მათთვის აშკარად ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ ერთდერთმა რუსულენოვანმა ტელეარხმა, რომელიც წინა ხელისუფლების ხელში საგანგებო მიზნებით დაარსდა და გულუხვადაც დაფინანსდა, ერთ მშვენიერ დღეს სრულიად ბანალური მიზეზების გამო შეწყვიტა მუშაობა.
კაცმა რომ თქვას, ძნელი არ არის გაუგო მათ, ვისაც ”პიკის” მუშაობის შეწყვეტაზე პუტინის რუსეთი გაახსენდა, რადგანაც ეს ტელეკომპანია იმთავითვე განიხილებოდა რუსეთის ჩრდილოკავკასიელების მიმართ საქართველოს ახლებური პოლიტიკის მნიშვნელოვან სეგმენტად. ადგილობრივი რუსულენოვანი მოსახლეობის გარდა, „პიკის“ ძირითად სამიზნე აუდიტორიად სწორედ ჩრდილოკავკასია სახელდებოდა. და სწორედ ამიტომ ბევრმა ანალიტიკოსმა - და, მათ შორის, დასავლეთში - ახალი ტელეარხი რუსეთისთვის გარკვეულ გამაღიზიანებელ ფაქტორად აღიქვა.
გავიხსენოთ, მაგალითად, „ამერიკის პროგრესის ცენტრის“ მიერ გასული წლის თებერვალში გამოქვეყნებული ანგარიში, სახელწოდებით „შეერთებული შტატების უფრო პრაქტიკული მიდგომა საქართველოს კონფლიქტებისადმი“, რომელშიც მთელი თავი ეთმობა საქართველოს ახლებურ მიდგომებს რუსეთის ჩრდილოკავკასიისადმი. ანგარიშის ავტორები - ცნობილი ამერიკელი ანალიტიკოსები კორი ველტი და სემუელ ჩარაპი - საფრთხეების პრევენციის კონტექსტში მიიჩნევენ, რომ „პიკმა“ უნდა შეინარჩუნოს ფოკუსირება მთელ რეგიონზე და არ უნდა იქცეს რუსეთის გამაღიზიანებელ პროპაგანდულ მანქანად.
მანამდეც და მერეც, „პიკი“ არაერთხელ გახდა კრიტიკისა და მითქმა-მოთქმის საგანი და ძირითადად - ფულის გამო. უკმაყოფილებას ხშირად იწვევდა, მაგალითად, გავრცელებული ინფორმაცია სხვა ქვეყნებიდან მოწვეული თანამშრომლების წარმოუდგენლად მაღალი ანაზღაურების შესახებ. „პიკის“ ჟურნალისტები იხსენებენ, რომ არცთუ იშვიათად ხდებოდა შტატების შემცირება თუ თანამშრომლების გაშვება უხელფასო შვებულებაში, რაც ხშირად წარმოშობდა არასტაბილურობის განცდას.
მიზეზს, რომლის გამოც 20 ოქტომბერს ”პიკმა” მუშაობა შეაჩერა, არხის თანამშრომლები არა რუსეთის ინტერესებს, არამედ ძირითადად ფინანსურ პრობლემებს უკავშირებენ. მიუხედავად იმისა, რომ პუტინის რუსეთთან ბიძინა ივანიშვილის საეჭვო კავშირების შესახებ ვარაუდებს ხშირად გამოთქვამენ, ”პიკის” გარშემო შექმნილი პრობლემები და რუსეთის ინტერესები ერთმანეთთან ამჯერად არც ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს დაუკავშირებიათ. ამ მიმართულებით კომენტარს არც შოთა მალაშხია აკეთებს - საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წარმომადგენელი, რომელიც ამჟამად საპარლამენტო უმცირესობას წარმოადგენს. ის, უბრალოდ, იხსენებს, თუ როგორი აქტიური და ნაყოფიერი იყო ”პიკთან” თანამშრომლობა:
”მიუხედავად იმისა, რომ ეს სცდებოდა იმ დროს ჩვენი საპარლამენტო კომპეტენციის ფარგლებს, პირადად მე ვამზადებდი 12 ფილმს (5 ფილმი უკვე გამზადებულია, 7 - კეთდებოდა). ეს ეხებოდა პრეზიდენტის ინიციატივას ვიზების მოხსნასთან დაკავშირებით, ჩერქეზების გენოციდის ცნობას და ასე შემდეგ. ეს იყო პოლიტიკა. მე ვერ გეტყვით, დღევანდელი ხელისუფლება რას გააკეთებს და რამდენად უკავშირდება მათი გეგმები პირველ არხში მიმდინარე და ”პიკში” მიმდინარე მოვლენებს.”
ტელეკომპანია ”პიკის” გარშემო განვითარებულ მოვლენებს შოთა მალაშხია „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ”შიდა სამზარეულოს” საქმედ მიიჩნევს და იმედოვნებს, რომ საქართველოს შეუნარჩუნდება ერთადერთი რუსულენოვანი ტელეარხი. არხის უმუშევრად დარჩენილი დაახლოებით 400 თანამშრომელი, რომლებმაც აქციები თბილისშიც გამართეს და ქუთაისშიც, პარლამენტის შენობის წინ, ბოლო დღეებში ხშირად სვამს შეკითხვას - სად წავიდა წლის ბოლომდე სამყოფი თანხა, რაც არხს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოეყო. საუბარია ჯერ მარტო წელს გამოყოფილ 14 მილიონ ლარზე. არხის მაყურებელს ამ ეტაპზე მხოლოდ დოკუმენტური ფილმებისა და სხვადასხვა სახის ძველი გადაცემების ნახვის საშუალება ეძლევა. ”პიკის” ჟურნალისტები ტელეკომპანიაში აუდიტის ჩატარებას ითხოვენ.
შეკითხვაზე, სად წავიდა ჩვენი ფული, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორი გია ჭანტურია პასუხობს, რომ ფული არსადაც არ წასულა, თანხა ხელუხლებელია, მაგრამ რადგანაც შპს „პიკი”, ასე ვთქვათ, ცუდად მოიქცა და სატელიტზე გასვლასთან დაკავშირებული გაუგებრობისა და ხელფასების დაგვიანების გამო პროტესტის ნიშნად ეთერში უხმო საინფორმაციო გადაცემა გაუშვა, მას კონტრაქტიც ამიტომ შეუჩერდა. მიზეზი ჭანტურიამ ტელეკომპანია ”პიკის” ერთ-ერთ ხელმძღვანელ პირს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში დაუსახელა:
”არასოდეს ჩვენ ჩვენი ვალდებულება არ დაგვირღვევია. მე თქვენგან კონტენტს ვყიდულობ და იმის მაგივრად, რომ ახალი ამბები გავიდეს, მე ვხედავ პროტესტს - დუმილის პროტესტს.”
დაძაბული სიტუაციის მიუხედავად, გია ჭანტურია მიიჩნევს, რომ ”პიკთან” კონტრაქტის განახლება სავსებით შესაძლებელია და საკითხის განსახილველად, 25 ოქტომბრის უშედეგო მცდელობის შემდეგ, სამეურვეო საბჭომ უახლოეს მომავალში გაფართოებული სხდომა უნდა გამართოს.
”პიკის” თანამშრომელთა პრობლემებით ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაინტერესდნენ - 25 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ არაერთმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ერთადერთი რუსულენოვანი არხის შენარჩუნება მნიშვნელოვანია და რომ საკითხი შესწავლას საჭიროებს. თავად ბიძინა ივანიშვილი 25 ოქტომბერს მოკლე კომენტარით შემოიფარგლა და ჟურნალისტებს დაჰპირდა: ”გავერკვევით”.
უფრო ნათელი იყო ბიძინა ივანიშვილის შეფასება მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით, რაც გარკვეულმა წრეებმა ასევე რუსეთის ინტერესების კონტექსტში განიხილეს. 16 ოქტომბერს, ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს, ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ სოჭის ოლიმპიადას საქართველო ბოიკოტს არ გამოუცხადებს:
”ოლიმპიადის ჩატარებას მივესალმებით. საქართველომ აუცილებლად უნდა მიიღოს. ჩვენ ჩვენი მხრიდან, როგორც მეზობელი, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ოლიმპიადა აუცილებლად მშვიდობიანად და ყოველგვარი ექსცესების გარეშე ჩატარდეს.”
იმ დროისთვის ჯერ ისევ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ბიძინა ივანიშვილს, 16 ოქტომბერს სოჭის ოლიმპიადა საკუთარი ნებით არ გაუხსენებია. მან მოსაზრება მას შემდეგ გამოთქვა, რაც პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, თუ რას ფიქრობდა ის გაზეთ ”ალიაში” გამოქვეყნებულ ვერსიაზე - საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მოსკოვს არწმუნებენ, ივანიშვილი ”ამერიკული პროექტია” და სოჭის ოლიმპიადის ჩაშლას გეგმავსო. ივანიშვილმა გაიცინა და თანაც გაიკვირვა, რომ ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა მას არა რუსული, არამედ ამერიკული პროექტი უწოდეს. ბიძინა ივანიშვილს არასოდეს დაუმალავს, რომ ის რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების მომხრეა ისევე, როგორც ამას საქართველოს ხშირად საერთაშორისო თანამეგობრობაც ურჩევს. მის მიდგომას სოჭის ოლიმპიადისადმი ”ქართულ ოცნებაში” აფასებენ მცდელობად, რომ ერთმანეთისაგან გაიმიჯნოს სპორტი და პოლიტიკა.
2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადასთან მიმართებით კვლავაც მკვეთრად უარყოფითია საქართველოს ყოფილი ხელისუფლების დამოკიდებულება. ოკუპაციის პრობლემის გარდა, პრობლემად რჩება ჩერქეზების გენოციდის საკითხი. გავიხსენოთ, რომ ჩერქეზების გენოციდი საქართველომ შარშან აღიარა.
”რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი. ქარტიის ყველა მუხლი, რასაც ოლიმპიური მოძრაობა ეყრდნობა, ყველა დარღვეულია. გარდა ამისა, გააქვთ ინერტული მასალები ოკუპირებული ტერიტორიიდან. გარდა იმისა, რომ ეს არის გაეროს კონვენციის დარღვევა, ეს არის ოლიმპიური ქარტიის დარღვევაც. დამატებით არის ის, რომ ოლიმპიადა ტარდება ზუსტად იმ ადგილას, სადაც დაახლოებით 150 წლის წინ მოხდა ჩერქეზების სრული გენოციდი.”
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი, დეპუტატი შოთა მალაშხია ჩვენთან საუბრისას კიდევ ერთხელ იხსენებს ტელეკომპანია ”პიკთან” თანამშრომლობით მომზადებულ დოკუმენტურ ფილმებს და ამბობს, რომ ერთ-ერთი ფილმი, რომელიც 4 ენაზეა უკვე გახმოვანებული, სწორედ ოლიმპიადების ჩაშლის მაგალითებს მოიცავს და აჩვენებს, თუ როგორ უპირისპირდება საერთაშორისო თანამეგობრობა ბოროტებას, სპორტის დიადი ინტერესების მიუხედავად.
თუმცა თბილისის პოზიცია ყოველთვის ასეთი არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მიმართებით რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა გაცილებით უფრო ადრე დაიძაბა, 2007 წელს, როცა რუსეთს ზამთრის ოლიმპიადის ქალაქ სოჭში ჩატარების ნება დართეს, თბილისი ამ გადაწყვეტილებას მიესალმა. როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 2011 წლის თებერვალში ტელეკომპანია ”პიკისთვის” მიცემულ ინტერვიუში, მან "ღიად და დიდი ენთუზიაზმით“ დაუჭირა მხარი სოჭში 2014 წლის ოლიმპიური თამაშების ჩატარებას, რადგანაც მიიჩნია, რომ ”ეს დაგვეხმარებოდა თავიდან აგვეცილებინა ის უარყოფითი ტენდენციები”, რაც იმ დროს აფხაზეთთან მიმართებით შეინიშნებოდა. უნდა ითქვას, რომ თავად მიხეილ სააკაშვილი არასოდეს გამოსულა სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირების მოწოდებით.

მიუხედავად იმისა, რომ ეს სცდებოდა იმ დროს ჩვენი საპარლამენტო კომპეტენციის ფარგლებს, პირადად მე ვამზადებდი 12 ფილმს ...შოთა მალაშხია

არასოდეს ჩვენ ჩვენი ვალდებულება არ დაგვირღვევია. მე თქვენგან კონტენტს ვყიდულობ და იმის მაგივრად, რომ ახალი ამბები გავიდეს, მე ვხედავ პროტესტს - დუმილის პროტესტს ...გიორგი ჭანტურია
შეკითხვაზე, სად წავიდა ჩვენი ფული, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორი გია ჭანტურია პასუხობს, რომ ფული არსადაც არ წასულა, თანხა ხელუხლებელია, მაგრამ რადგანაც შპს „პიკი”, ასე ვთქვათ, ცუდად მოიქცა და სატელიტზე გასვლასთან დაკავშირებული გაუგებრობისა და ხელფასების დაგვიანების გამო პროტესტის ნიშნად ეთერში უხმო საინფორმაციო გადაცემა გაუშვა, მას კონტრაქტიც ამიტომ შეუჩერდა. მიზეზი ჭანტურიამ ტელეკომპანია ”პიკის” ერთ-ერთ ხელმძღვანელ პირს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში დაუსახელა:
”არასოდეს ჩვენ ჩვენი ვალდებულება არ დაგვირღვევია. მე თქვენგან კონტენტს ვყიდულობ და იმის მაგივრად, რომ ახალი ამბები გავიდეს, მე ვხედავ პროტესტს - დუმილის პროტესტს.”
დაძაბული სიტუაციის მიუხედავად, გია ჭანტურია მიიჩნევს, რომ ”პიკთან” კონტრაქტის განახლება სავსებით შესაძლებელია და საკითხის განსახილველად, 25 ოქტომბრის უშედეგო მცდელობის შემდეგ, სამეურვეო საბჭომ უახლოეს მომავალში გაფართოებული სხდომა უნდა გამართოს.
”პიკის” თანამშრომელთა პრობლემებით ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაინტერესდნენ - 25 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ არაერთმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ერთადერთი რუსულენოვანი არხის შენარჩუნება მნიშვნელოვანია და რომ საკითხი შესწავლას საჭიროებს. თავად ბიძინა ივანიშვილი 25 ოქტომბერს მოკლე კომენტარით შემოიფარგლა და ჟურნალისტებს დაჰპირდა: ”გავერკვევით”.
უფრო ნათელი იყო ბიძინა ივანიშვილის შეფასება მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით, რაც გარკვეულმა წრეებმა ასევე რუსეთის ინტერესების კონტექსტში განიხილეს. 16 ოქტომბერს, ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს, ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ სოჭის ოლიმპიადას საქართველო ბოიკოტს არ გამოუცხადებს:
”ოლიმპიადის ჩატარებას მივესალმებით. საქართველომ აუცილებლად უნდა მიიღოს. ჩვენ ჩვენი მხრიდან, როგორც მეზობელი, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ოლიმპიადა აუცილებლად მშვიდობიანად და ყოველგვარი ექსცესების გარეშე ჩატარდეს.”
რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი. ქარტიის ყველა მუხლი, რასაც ოლიმპიური მოძრაობა ეყრდნობა, ყველა დარღვეულია ...შოთა მალაშხია