სამკერვალოს დირექტორი ნათელა

Your browser doesn’t support HTML5

თბილისში, პეკინის ქუჩაზე, პატარა სამკერვალო სალონში დღეს 30-მდე ადამიანი მუშაობს, თუმცა დაახლოებით 60 წლის წინ, როდესაც გაიხსნა, ეს თბილისში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სალონი იყო. ინტერიერი და სამუშაო იარაღები აქ დღემდე ისეთივეა, როგორიც წლების წინ, ახალი თანამშრომლებიც იშვიათად ემატებათ, თუმცა დირექტორი, ნათელა კალანდაძე, რომელიც აქ 1979 წლიდან მუშაობს, ცდილობს მისმა სალონმა თანამედროვე მოთხოვნებს ფეხი აუწყოს.