დედაქალაქის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტზე საკრებულოს 12 თებერვლის სხდომაზე იმსჯელებენ. რიგგარეშე სხდომის დანიშვნის გადაწყვეტილება საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა 31 იანვარს, დღის პირველ ნახევარში, მიიღო. მან საკრებულოს კომისიებსა და ფრაქციებს, ასევე მერიის შესაბამის სამსახურებს შემჭიდროებულ ვადებში კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ მოუწოდა, თუმცა მოგვიანებით, ბიუროს საგანგებოდ მოწვეულ სხდომაზე, ირაკლი შიხიაშვილმა განაცხადა ისიც, რომ დედაქალაქს მრავალპარტიული მთავრობა უნდა ჰყავდეს და ამიტომ მოქმედი მთავრობა უნდა გადადგეს. საკრებულოს თავმჯდომარეს თბილისის მერია დედაქალაქში თვითმმართველობის გაუქმებისა და საბიუჯეტო პროცესის ჩიხში შეყვანის ბრალდებით გამოეხმაურა.
თბილისის 2014 წლის ბიუჯეტის მიღების საკითხზე საკრებულოსა და მერიას შორის არსებული დაპირისპირების ფონზე, საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი შიხიაშვილის 31 იანვრის განცხადება თბილისის საქალაქო სამსახურების უფროსების, გამგებლებისა და მერის მიერ დანიშნული სხვა საჯარო მოხელეების თანამდებობიდან გადადგომას გულისხმობს. მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადების საფუძვლად ირაკლი შიხიაშვილმა ამჯერადაც მთავრობის ერთპარტიულობა და ბიუჯეტის ხარჯვაში არსებული დარღვევები დაასახელა:
“ჩვენი მოთხოვნაა, რომ ჩამოვაყალიბოთ ახალი მთავრობა ქალაქის და ამ ჩამოყალიბების პროცესში მონაწილეობა მიიღოს მთლიანად სპექტრმა, რაც არის წარმოდგენილი საკრებულოში, ყველა პარტიის. როდესაც ქალაქში პირდაპირ არჩეული მერი, მათი ლიდერი და გურუ ბრალდებულია ფულის მოპარვის გამო, 50 მილიონის, როგორ ფიქრობთ, არა გვაქვს საფუძვლიანი და სამართლიანი ეჭვი, რომ გამოცდილებმა ამ საქმეში, ბიუჯეტის ფულით აფინანსონ პარტია?! აღარ მივცეთ ამის საშუალება“.
ბიუროს სხდომაზე, რომელზეც ირაკლი შიხიაშვილმა ეს განაცხადა, წინასწარი ინფორმაციით, ბიუჯეტის პროექტის გარშემო უნდა ემსჯელათ. თბილისის ეგრეთ წოდებული კოალიციური მთავრობის დაკომპლექტების შესახებ განცხადება საკრებულოს უმცირესობამ ულტიმატუმად აღიქვა. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-განახლებული თბილისის“ თავმჯდომარე თამაზ შოშიაშვილი ამბობს:
“თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ბატონი შიხიაშვილი ითხოვს თბილისის მთავრობის გადადგომას და შემდეგ კონსულტაციებს და ახალი მთავრობის დამტკიცებას. ანუ ის პრობლემები, რაც შეიძლება დედაქალაქში დადგეს ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის გამო, ამ პრობლემებზე საუბრის ნაცვლად, ჩვენ მივიღეთ საუბარი სკამებზე, თანამდებობებზე და ასე შემდეგ“.
ირაკლი შიხიაშვილის განცხადებას თბილისი მოქმედი მთავრობის გადადგომისა და მრავალპარტიული მთავრობის დაკომპლექტების საკითხზე საგანგებო წერილით გამოეხმაურა თბილისის მერია. მერიის წერილში აღნიშნულია, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მოთხოვნა ამტკიცებს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურად მოტივირებულ ახირებას, რაც საბიუჯეტო პროცესის ჩიხში შეყვანას და, საბოლოოდ, თბილისში თვითმმართველობის გაუქმებას ემსახურება. ირაკლი შიხიაშვილს თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა სევდია უგრეხელიძემაც უპასუხა. მისი შეფასებით, თუ მთავრობის გადადგომა უმრავლესობის მხრიდან ბიუჯეტის განხილვის წინაპირობად განიხილება, მაშინ საკრებულოს სხდომის დანიშვნა და ბიუჯეტის საკითხზე კონსულტაციებისკენ მოწოდება აზრს კარგავს:
“ჩვენ ვიმუშავებთ როგორც ერთმანეთთან, უმცირესობასთან, ისე უმრავლესობასთან, ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა მივაღწიოთ კონსენსუსს და მივიღოთ, ბოლოს და ბოლოს, წერილობითი შენიშვნები საკრებულოსგან, რომელიც, შესაძლებლობის ფარგლებში, ყველანაირად იქნება გაზიარებული. რაც შეეხება ქალაქ თბილისის მთავრობის გადადგომის მოთხოვნას, ეს არის კვლავ ჩიხში შემყვანი განცხადება და თუ ეს არის წინაპირობა ბიუჯეტის განხილვის, ასეთ შემთხვევაში მიმაჩნია, რომ მაშინ დანიშვნა ამ საკრებულოს სხდომის და ყოველგვარი კონსულტაციები არის მხოლოდ დროის გაყვანა და მეტი არაფერი“.
შექმნილ ვითარებაში კომპრომისის აუცილებლობაზე საუბრობს თბილისის საკრებულოს წევრი, ახალი მემარჯვენე მამუკა კაციტაძე:
“თუ არ იქნა კომპრომისული ვერსია შერჩეული, მაშინ მოხდება ისე, რომ დედაქალაქში ყველა შემთხვევაში შემოვა ცენტრალური სახელმწიფო მმართველობა და ისევ ერთი პარტიის დომინანტი გაჩნდება, რაც თავისთავად წინასაარჩევნო პერიოდისათვის არ არის მიმზიდველი ვერსია და მიმზიდველი გარემო ნამდვილად არ შეიქმნება“.
მოგვიანებით, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა სევდია უგრეხელიძემ განაცხადა, რომ ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ, მერიის მაღალჩინოსნები მზად არიან თანამდებობები დატოვონ, ოღონდ ერთი პირობით: თანამდებობებიდან უნდა გადადგნენ ასევე საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი და საკრებულოს კომისიების ის თავმჯდომარეები, რომლებიც ამჟამად "ქართული ოცნების" წევრები არიან, თუმცა საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" წარდგინებით მოხვდნენ. ბიუჯეტის პროექტის განხილვამდე გამოცხადებულ კონსულტაციებში კი თავად საკრებულოს თავმჯდომარე მონაწილეობას ვერ მიიღებს. 1 თებერვალს იგი ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება.
თბილისის 2014 წლის ბიუჯეტის მიღების საკითხზე საკრებულოსა და მერიას შორის არსებული დაპირისპირების ფონზე, საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი შიხიაშვილის 31 იანვრის განცხადება თბილისის საქალაქო სამსახურების უფროსების, გამგებლებისა და მერის მიერ დანიშნული სხვა საჯარო მოხელეების თანამდებობიდან გადადგომას გულისხმობს. მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადების საფუძვლად ირაკლი შიხიაშვილმა ამჯერადაც მთავრობის ერთპარტიულობა და ბიუჯეტის ხარჯვაში არსებული დარღვევები დაასახელა:
“ჩვენი მოთხოვნაა, რომ ჩამოვაყალიბოთ ახალი მთავრობა ქალაქის და ამ ჩამოყალიბების პროცესში მონაწილეობა მიიღოს მთლიანად სპექტრმა, რაც არის წარმოდგენილი საკრებულოში, ყველა პარტიის. როდესაც ქალაქში პირდაპირ არჩეული მერი, მათი ლიდერი და გურუ ბრალდებულია ფულის მოპარვის გამო, 50 მილიონის, როგორ ფიქრობთ, არა გვაქვს საფუძვლიანი და სამართლიანი ეჭვი, რომ გამოცდილებმა ამ საქმეში, ბიუჯეტის ფულით აფინანსონ პარტია?! აღარ მივცეთ ამის საშუალება“.
ბიუროს სხდომაზე, რომელზეც ირაკლი შიხიაშვილმა ეს განაცხადა, წინასწარი ინფორმაციით, ბიუჯეტის პროექტის გარშემო უნდა ემსჯელათ. თბილისის ეგრეთ წოდებული კოალიციური მთავრობის დაკომპლექტების შესახებ განცხადება საკრებულოს უმცირესობამ ულტიმატუმად აღიქვა. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-განახლებული თბილისის“ თავმჯდომარე თამაზ შოშიაშვილი ამბობს:
ჩვენ ვიმუშავებთ როგორც ერთმანეთთან, უმცირესობასთან, ისე უმრავლესობასთან, ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა მივაღწიოთ კონსენსუსს და მივიღოთ, ბოლოს და ბოლოს, წერილობითი შენიშვნები საკრებულოსგან, რომელიც, შესაძლებლობის ფარგლებში, ყველანაირად იქნება გაზიარებული...სევდია უგრეხელიძე