საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა უმცირესობის წარმომადგენლებს საჯარო - საპარლამენტო და სატელევიზიო - დებატებში იწვევს თემაზე ”სააკაშვილი თუ საქართველო, დიქტატურა თუ ხალხის მმართველობა”. საქმე კი ეხება პრეზიდენტის უფლებამოსილებების შეკვეცის მიზნით პარლამენტში ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის კანონპროექტის პირველი მოსმენა, გავრცელებული ინფორმაციით, 6 თებერვალს გაიმართება. ”ვინც თავს აარიდებს შემოთავაზებული ცვლილებებისათვის ხმის მიცემას, იგი აკეთებს არჩევანს ერთი კაცის ახირების სასარგებლოდ და ქართული სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ”, - ვკითხულობთ მიმართვაში.
საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქციების მიმართვა კონსტიტუციური ცვლილებების თაობაზე საკმაოდ ვრცელი დოკუმენტია და მის წაკითხვას უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ 8 წუთი მოანდომა. მოკლედ ამ მიმართვის არსი კი მდგომარეობს იმაში, რომ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს უახლოეს მომავალში უმრავლესობასთან ერთად მოუწევთ საკუთარი აზრის მკაფიოდ დაფიქსირება კონკრეტულ საკითხზე - უნდა ჩამოერთვას თუ არა პრეზიდენტს ხალხის და პარლამენტის თანხმობის გარეშე მთავრობის შეცვლის უფლება. უმრავლესობის წარმომადგენელთა შეფასებით, ეს არის ფუნდამენტური საკითხი იმის გასარკვევად, სინამდვილეში რას ემსახურება თითოეული დეპუტატი - ხალხს თუ დიქტატორს, ანუ პრეზიდენტს.
” თუ ეს კანონი არ გავა, ამაზე პასუხისმგებლობას იღებს უმცირესობა, თავისთავად ცხადია, და იმ მოვლენებზე, რაც შესაძლებელია, სამწუხაროდ, განვითარდეს, თუ პრეზიდენტი სააკაშვილი შეეცდება გამოიყენოს ეს აბსოლუტურად უკანონო პუნქტი, რომელიც მან მიიღო კონსტიტუციაში”, განაცხადა დავით საგანელიძემ.
მოქმედ კონსტიტუციაში პრეზიდენტის უფლებამოსილება 2004 წლის ცვლილებების შედეგად გაიზარდა. 2012 წლის დეკემბერში ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების დეკლარირებული მიზანი კი არის ის, რომ პრეზიდენტს აღარ მიეცეს საშუალება დაითხოვოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული მთავრობა და მინისტრები საკუთარი გუნდიდან დანიშნოს. პროექტის თანახმად, პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნისა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის უფლება აქვს პარლამენტის არჩევნების ჩატარებიდან 3 თვეში და პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ბოლო 6 თვის განმავლობაში, თუმცა ახალი პარლამენტის მიერ ახალი მთავრობის შექმნამდე მოვალეობას შეასრულებენ არა პრეზიდენტის მიერ დანიშნული მთავრობის წევრები, არამედ პარლამენტის დათხოვნამდე მოქმედი მინისტრები. ცვლილებების განსახორციელებლად საჭირო საკონსტიტუციო უმრავლესობა -100 ხმა - მმართველ პოლიტიკურ ძალას არ ჰყავს, კოალიცია ”ქართული ოცნების” პოტენციურ მომხრეთა რაოდენობა დაახლოებით 90 დეპუტატია. ვინაიდან კონსტიტუციის ცვლილებების კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანამდე სულ ორი დღეა დარჩენილი, საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქციების მიმართვა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო ხმების მოზიდვის კიდევ ერთ მცდელობადაც აღიქმება, თუმცა ამ მოსაზრებას თავად მიმართვის ავტორები უარყოფენ. მათ შორისაა კონსერვატორი გიგა ბუკია.
”ჩვენ ის ინტერესი კი არ გვაქვს მარტო, 100 ხმით გავიტანოთ და მიღებულ იქნეს კონსტიტუციური ცვლილება, არამედ ის მიზანი გვაქვს, რომ მოსახლეობამ მკაფიოდ ნახოს უმცირესობაში სად გადის წყალგამყოფი, რამდენი ადამიანია მზად იმისათვის, რომ ქვეყნის სასიკეთოდ თუნდაც უმცირესობიდან დაიჭიროს სწორი პოზიცია და რამდენია ისეთი ადამიანი უმცირესობაში, რომლებიც მზად არიან მიხეილ სააკაშვილის დიქტატურას გაჰყვნენ ბოლომდე. აი, ეს არის წყალგამყოფი”, ამბობს გიგა ბუკია.
საპარლამენტო უმცირესობაში კი მზად არიან უმრავლესობის მიერ შეთავაზებულ ცვლილებებზე იმსჯელონ, ოღონდ სხვა ცვლილებებთან ერთად. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი, დავით ბაქრაძე, ამ კონტექსტში ორ საკითხს გამოყოფს: საქართველოს ევროპული ორიენტაციის კონსტიტუციით გამყარებას და საკონსტიტუციო კვორუმის ¾-ით განსაზღვრას.
”ჩვენ მზად ვართ მივცეთ ხმა საკონსტიტუციო ცვლილებებს და მოვუხსნათ მთავრობას სკამების დაკარგვის შიში და, ამავე დროს, ამასთან ერთად, ერთ პაკეტში მოვხსნათ ის შიშიც, რომელიც ჩვენი მოსახლეობის ნაწილშია, რომ საქართველოს ევროპული კურსი შეიძლება იყოს შეცვლილი, და ეს გავაკეთოთ ორივე პოლიტიკურმა ძალამ ერთად. მეორე თემა, რომელიც ქვეყანაში ძალიან ბევრ ცუდ პროცესს განაპირობებს, ოპოზიციაზე ზეწოლაა. მოვხსნათ ეს თემა და თუ მთავრობა გვთავაზობს, რომ მომავალ ოქტომბერში ასამოქმედებელი კონსტიტუციის ერთი ნაწილი გადმოვიდეს დღეს, რომელიც ეხება მთავრობის დათხოვნას, ჩვენ ვთავაზობთ, რომ ამასთან ერთად ამოქმედდეს მეორე ნაწილიც, რომლითაც იზრდება ¾-მდე საკონსტიტუციო კვორუმი“, ამბობს უმცირესობის ლიდერი.
”ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი კი საკონსტიტუციო უმრავლესობის მოსაპოვებლად ”ქართული ოცნების” მხრიდან ”ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციების წინააღმდეგ რეპრესიების განხორციელებას არ გამორიცხავს.
”თუ უახლოეს დღეებში პარლამენტმა მიიღო კონსტიტუციის ცვლილება, ანუ უმრავლესობამ შეაგროვა საკონსტიტუციო უმრავლესობა, ეს ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა გამოიყენა საკუთარი თანამდებობა ბოროტად და ძალისმიერი მეთოდებით გადაიბირა, შეაშინა, დააშანტაჟა საკმაოდ ბევრი პარლამენტის წევრი და შეაცვლევინა აზრი. მე მინდა გითხრათ, რომ ასეთი ქმედება, ძალაუფლების გადამეტება, არის დასჯადი დანაშაული”, აღნიშნა საგანგებო ბრიფინგზე ვანო მერაბიშვილმა.
თუმცა იგივე მიმართვა, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობამ უმცირესობის გადაწყვეტილებაზე ზემოქმედების მიზნით საკონსტიტუციო განხილვის წინ მოამზადა, არც კანონპროექტის ჩავარდნას გამორიცხავს.
”იმ შემთხვევაში, თუ კონსტიტუციურმა ცვლილებებმა ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ მიიღო, კოალიცია ”ქართული ოცნების“ მიზანი მაინც მიღწეული იქნება”, - ვკითხულობთ მიმართვაში, რომლის თანახმადაც, ასეთ შემთხვევაში დემოკრატიული სამყარო დარწმუნდება, რომ მიხეილ სააკაშვილის სახით საქმე გვაქვს დიქტატორთან, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ სახით - ერთი კაცის ახირებას აყოლილ თავისუფლებაწართმეულ ადამიანებთან, რომელთა სიტყვასაც ჩალის ფასი უნდა დაედოს.

ჩვენ ის ინტერესი კი არ გვაქვს მარტო, 100 ხმით გავიტანოთ და მიღებულ იქნეს კონსტიტუციური ცვლილება, არამედ ის მიზანი გვაქვს, რომ მოსახლეობამ მკაფიოდ ნახოს უმცირესობაში სად გადის წყალგამყოფი ...გიგა ბუკია
მოქმედ კონსტიტუციაში პრეზიდენტის უფლებამოსილება 2004 წლის ცვლილებების შედეგად გაიზარდა. 2012 წლის დეკემბერში ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების დეკლარირებული მიზანი კი არის ის, რომ პრეზიდენტს აღარ მიეცეს საშუალება დაითხოვოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული მთავრობა და მინისტრები საკუთარი გუნდიდან დანიშნოს. პროექტის თანახმად, პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნისა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის უფლება აქვს პარლამენტის არჩევნების ჩატარებიდან 3 თვეში და პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ბოლო 6 თვის განმავლობაში, თუმცა ახალი პარლამენტის მიერ ახალი მთავრობის შექმნამდე მოვალეობას შეასრულებენ არა პრეზიდენტის მიერ დანიშნული მთავრობის წევრები, არამედ პარლამენტის დათხოვნამდე მოქმედი მინისტრები. ცვლილებების განსახორციელებლად საჭირო საკონსტიტუციო უმრავლესობა -100 ხმა - მმართველ პოლიტიკურ ძალას არ ჰყავს, კოალიცია ”ქართული ოცნების” პოტენციურ მომხრეთა რაოდენობა დაახლოებით 90 დეპუტატია. ვინაიდან კონსტიტუციის ცვლილებების კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანამდე სულ ორი დღეა დარჩენილი, საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქციების მიმართვა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო ხმების მოზიდვის კიდევ ერთ მცდელობადაც აღიქმება, თუმცა ამ მოსაზრებას თავად მიმართვის ავტორები უარყოფენ. მათ შორისაა კონსერვატორი გიგა ბუკია.
”ჩვენ ის ინტერესი კი არ გვაქვს მარტო, 100 ხმით გავიტანოთ და მიღებულ იქნეს კონსტიტუციური ცვლილება, არამედ ის მიზანი გვაქვს, რომ მოსახლეობამ მკაფიოდ ნახოს უმცირესობაში სად გადის წყალგამყოფი, რამდენი ადამიანია მზად იმისათვის, რომ ქვეყნის სასიკეთოდ თუნდაც უმცირესობიდან დაიჭიროს სწორი პოზიცია და რამდენია ისეთი ადამიანი უმცირესობაში, რომლებიც მზად არიან მიხეილ სააკაშვილის დიქტატურას გაჰყვნენ ბოლომდე. აი, ეს არის წყალგამყოფი”, ამბობს გიგა ბუკია.
თუ უახლოეს დღეებში პარლამენტმა მიიღო კონსტიტუციის ცვლილება, ანუ უმრავლესობამ შეაგროვა საკონსტიტუციო უმრავლესობა, ეს ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა გამოიყენა საკუთარი თანამდებობა ბოროტად და ძალისმიერი მეთოდებით გადაიბირა, შეაშინა, დააშანტაჟა საკმაოდ ბევრი პარლამენტის წევრი და შეაცვლევინა აზრი ...ვანო მერაბიშვილი