მაია ხარხელმა სამზადისი დილიდან დაიწყო: ხაჭაპურები დააცხო, წითლად შეღებილი კვერცხების ნაწილი და ცივად მოხარშული დედალი ყუთში მოათავსა. ბიჭებმა სარდაფიდან ღვინოც ამოიტანეს და საფლავზე გასატანი პროდუქტები გაამზადეს. 19 წლის წინ მაიას მეუღლე დაეღუპა, რომელიც სოფელ კირბალის სასაფლაოზე დაკრძალეს. ეს საფლავი ახლა იმ ზონაშია, სადაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები არ ჩამოდიან, თუმცა სოფლის სასაფლაოს ნაწილზე გადასვლა შეუძლებელია, რადგან იქ უკვე რუსეთის მესაზღვრეები პატრულირებენ.
Your browser doesn’t support HTML5
სასაფლაოს განაპირას პოლიციის ეკიპაჟი მორიგეობს. დილიდან იქ მანქანა ჩააყენეს, პოლიციელები ყველას აფრთხილებენ, რომ მანქანის მიღმა გადასვლა უკვე აღარ შეიძლება, რადგან ნებისმიერი ბუჩქის ძირში, შესაძლოა, შეიარაღებული ჯარისკაცი იყოს ჩასაფრებული. შიშის მიუხედავად, კირბალელები ნათესავების საფლავებზე დღეს მაინც გავიდნენ.
საოკუპაციო გამყოფ ხაზთან არსებულ სოფლებში გორის მერის წარმომადგენლები რამდენიმე დღით ადრე გააფრთხილეს, ისინი კი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და გამყოფ ხაზთან არსებული ხიფათის შესახებ აცნობეს. გორის მერის,, კონსტანტინე თავზარაშვილის თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ აღდგომის დღესასწაულის დღეებმა მშვიდად ჩაიაროს.
გორთან ახლოს, ბერბუკის დევნილთა დასახლების გვერდით, იძულებით გადადგილებულ პირებს მიწის დიდი ფართი ახალი სასაფლაოს მოსაწყობად გამოუყვეს. 2008 წლის შემდეგ ეს სასაფლაო სულ უფრო ფართოვდება...
სოფელი კირბალი გორის მუნიციპალიტეტში ყველაზე სახიფათო სოფელია - აქ თითქმის ოჯახი არ არის დარჩენილი, რომ მისი ერთი წევრი მაინც ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში არ იყოს მოხვედრილი. კირბალელებს აკავებენ ტყეში შეშის დასამზადებლად წასულებს, საძოვრებზე მწყემსებს, როცა ისინი გამყოფი ხაზის მიღმა ძროხების გამოსადევნად მიდიან, ან ეკლესიაში მისულებს. არადა, ეს ტერიტორია 2008 წლის აგვისტოს ომამდე სოფლის საკუთრება იყო, ომის შემდეგ კი 100-ობით ჰექტარი საოკუპაციო ხაზს მიღმა მოაქციეს.
ალიკა დოთიაშვილი იმ დროს დააკავეს, როცა ტყეში შეშას ამზადებდა. რუსეთის მესაზღვრეებმა უთხრეს, რომ საზღვარი დაარღვია, ბორკილები დაადეს და ცხინვალში გადაიყვანეს. ის მხოლოდ სამი დღის შემდეგ 2000-რუბლიანი ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ხაზი აქ პირობითია, რადგან არც მავთულხლართები არსებობს, არც ღობეები და არც ეგრეთ წოდებული საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები. ბოლო დროს კირბალელებმა მხოლოდ ის შეამჩნიეს, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ხეებზე თეთრ ნაჭრებს კიდებენ და ამით ნიშნავენ ტერიტორიას.
დიდი და პატარა ლიახვის, ასევე ფრონეს ხეობებიდან იძულებით გადაადგილებული პირები ამბობენ, რომ ეს დროებითი სასაფლაოა, რადგან მშობლიურ სოფლებში დაბრუნების შემთხვევაში მკვდრებსაც წინაპართა სასაფლაოებზე გადაასვენებენ.
გორთან ახლოს, ბერბუკის დევნილთა დასახლების გვერდით, იძულებით გადადგილებულ პირებს მიწის დიდი ფართი ახალი სასაფლაოს მოსაწყობად გამოუყვეს. 2008 წლის შემდეგ ეს სასაფლაო სულ უფრო ფართოვდება. შიდა ქართლში არსებული დევნილთა დასახლებებიდან მიცვალებულებს აქ მარხავენ.
ნინო ტრამაკიძეს ნათესავები პატარა ლიახვის ხეობაში, სოფელ დისევში ჰყავს დასაფლავებული. მისი სურვილი სოფლის და ნათესავების საფლავების მონახულებისა, მეცხრე წელია, აუსრულებელია.
დიდი და პატარა ლიახვის, ასევე ფრონეს ხეობებიდან იძულებით გადაადგილებული პირები ამბობენ, რომ ეს დროებითი სასაფლაოა, რადგან მშობლიურ სოფლებში დაბრუნების შემთხვევაში მკვდრებსაც წინაპართა სასაფლაოებზე გადაასვენებენ.