როგორ გავიტანოთ ნაგავი
Your browser doesn’t support HTML5
როგორ უნდა განვითარდეს ნარჩენების მართვის სექტორი და რა გამოწვევების წინაშე დგანან ძირითადი მოთამაშეები, მათ შორის, მოსახლეობა? როგორც გარემოს დამცველები და დარგის სპეციალისტები ამბობენ, ამ მიმართულებით წინ საინტერესო გზაა გასავლელი. ნარჩენების მართვის სისტემა შესაქმნელია როგორც ქალაქებში, ისე რეგიონებში, სადაც განსაკუთრებით მწვავეა არალეგალური ნაგავსაყრელების საკითხი. პრობლემები ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში გაწერილი ვალდებულებების შესაბამისად უნდა მოგვარდეს. საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის პარალელურად კი პროცესში ჩაერთვება მოსახლეობაც, რომელსაც საყოფაცხოვრებო ნარჩენების ცალ-ცალკე დახარისხება მოუწევს.