საქართველოს რკინიგზის 2 ათასი თანამშრომელია გაფიცული მთელი ქვეყნის მასშტაბით - ასეთ ინფორმაციას ავრცელებს გაერთიანებული პროფკავშირი. გაფიცვას არ შეერთებიან სამგზავრო მატარებლების მემანქანეები. გაფიცულები არიან სატვირთო მატარებლების მემანქანეები, სალიანდაგო სამსახურის თანამშრომლები და სხვ. ისინი ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებას, გამჭვირვალე საპრემიო სისტემის დაწესებას და დანამატების სტაჟისა და კვალიფიკაციის მიხედვით გაცემას მოითხოვენ. გაფიცულთა სიტყვებით, ისინი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში დაშლას არ აპირებენ. „საქართველოს რკინიგზაში“ ამბობენ, რომ პროტესტი ხელოვნურად, დესტრუქციული ძალების მიერ გარედანაა მართული და თავად მოლაპარაკებების დასაწყებად მზად არიან.
დილის 10 საათიდან თბილისში, აფრიკის დასახლებაში, სალოკომოტივო დეპოს ეზოში, გაფიცული რკინიგზელები შეიკრიბნენ. 50-მდე ადამიანი თავის მოთხოვნებს ჟურნალისტებს უზიარებდა. გაფიცული რკინიგზელების განცხადებით, მათ უერთდებიან ასევე ხაშურში, ბათუმსა და ქუთაისში მომუშავე რკინიგზელებიც.
რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის გამგეობის წევრი, მემანქანე თემურ ბერიძე ამბობს, რომ მათ მოთხოვნებს „საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაციაში ყურს არ უგდებენ. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს პროტესტის გაფიცვით გამოხატვა:
„ჩვენი მოთხოვნებია: პრემიალური სისტემის აღდგენა, ანუ მე-13 ხელფასი; ზენორმატიული ნამუშევარი საათების ანაზღაურება, რომელსაც კანონმდებლობა ავალდებულებს დამსაქმებელს, და ანაზღაურება სტაჟისა და კვალიფიკაციის მიხედვით, რასაც აგრეთვე ითვალისწინებს კანონმდებლობა. ჩვენს ინტერესებში არ შედის რკინიგზის დაზარალება. ჩვენ ვიცით, ეს გაფიცვა რასაც გამოიწვევს, მაგრამ სხვა გზა არ დაგვიტოვეს“.
მემანქანე ჯაბა შუბითიძე თავის სამუშაო პირობებს ტყვეობას ადარებს და ამბობს, რომ 2005 წლიდან დღემდე ხელფასი არ მომატებიათ, სამუშაო პირობები კი არ უმჯობესდება:
„ღამის პირველი საათი, 2, 3 - მნიშვნელობა არ აქვს, მუშაობის დასრულებიდან 12 საათი თუ არის გასული, როცა არ უნდა დამირეკონ, უნდა ავდგე და გავიდე სამუშაოდ, არ უნდა ვთქვა უარი, - და როგორ ვიტყვი უარს, - უნდა გავიარო კომისია და გავიდე სამუშაოდ. გამოდის, რომ შიდა ტყვეობაში ვარ და უკვე 20 წელიწადია, ეგრე ვმუშაობ“.
რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარის, ვიტალი გიორგაძის სიტყვებით, გაფიცვამდე „საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაციას შეხვედრას და მოლაპარაკებას სთხოვდნენ. წუხელ, გვიან ღამემდე, უშედეგოდ ელოდნენ მოლაპარაკების დაწყებას:
„ეს ადამიანები ითხოვენ ძალიან ელემენტარულ რაღაცებს, ისეთ ელემენტარულს, როგორიც არის ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება. ყველა ნორმალურ ქვეყანაში უხდიან იმის საფასურს, რასაც მუშაობს ადამიანი. ამას ითხოვენ, მეტს არაფერს... ასევე - პრემიას და მე-13 ხელფასს. საქართველოში თუ რომელიმე კომპანიაში აქვთ ადამიანებს უფლება მიიღონ მე-13 ხელფასი, არ ჰქონდეს ამის უფლება რკინიგზელს?“
რკინიგზის გაფიცული თანამშრომლების სიტყვებით, მთელი საქართველოს მასშტაბით გაფიცულ თანამშრომელთა რაოდენობა, დაახლოებით, 2 ათასს უდრის და არ ხორციელდება სატვირთო გადაზიდვები. საწინააღმდეგოს ირწმუნებიან „საქართველოს რკინიგზაში“. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის დაჩი ცაგურიას თქმით, კომპანიაში 3700 თანამშრომელია დასაქმებული და გაფიცულთა რაოდენობა 200-ს არ აჭაბებს. მისივე სიტყვებით, „საქართველოს რკინიგზაში“ ახალი მენეჯმენტის მოსვლის შემდეგ ძალიან ბევრი რამ გაკეთდა თანამშრომელთა სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად, მათ შორის, მიმდინარე წელს, თანამშრომელთა მოთხოვნების გათვალისწინებით, გაიზარდა ღამით, დასვენებისა და სადღესასწაულო დღეებში ნამუშევარი დროის ანაზღაურება, რაც 3500-ზე მეტ თანამშრომელზე გავრცელდა. მიმდინარეობს მუშაობა სახელფასო ბადეზე. აღნიშნული პროექტების ფარგლებში მოხდა ძირითად პროფესიებზე ხელფასის მატება. ბოლო კალენდარული წლის განმავლობაში შრომის ანაზღაურება გაიზარდა 30 მილიონი ლარით და სახელფასო სარგო გაეზარდა დასაქმებულთა 80%-ს.
ამასთან, დაჩი ცაგურიას სიტყვებით, გაფიცვა ორგანიზებულია დესტრუქციული ძალების მიერ, რომელსაც ცაგურია არ აკონკრეტებს, თუმცა მოლაპარაკებების დასაწყებად „საქართველოს რკინიგზაში“ მზად არიან.
„როგორც სატვირთო, ასევე სამგზავრო მატარებლები აბსოლუტურად ყველა მიმართულებით გავიდა ყოველგვარი შეფერხების გარეშე. „საქართველოს რკინიგზას“ აქვს სრული კონტროლი პროცესებზე და ისევ და ისევ მინდა მივმართო ამ ადამიანებს, მიუხედავად იმისა, რომ მე მესმის, იქ, მართლაც, შეიძლება იყვნენ გულანთებული ადამიანები, ისე განწყობილი, რომ მათი პრობლემები გადაიჭრას. ამასთან დაკავშირებით „საქართველოს რკინიგზა“ მზადყოფნას გამოთქვამს, რომ დავიწყოთ დიალოგი, ოღონდ ჩვენ უნდა დავიწყოთ დიალოგი არა შანტაჟის რეჟიმში, არამედ სამუშაო გარემოში, მოლაპარაკების მაგიდასთან. ჩვენ მზად ვართ შევხვდეთ მათ ახლავე, თუნდაც ამწუთასვე მოვიდნენ, ჩვენ ამის მზადყოფნა გვაქვს“.
დაჩი ცაგურიას სიტყვებით, ჯერჯერობით კომპანიისთვის მიყენებულ რაიმე სახის ზარალზე ლაპარაკი არ არის, ვინაიდან „საქართველოს რკინიგზა“ ჩვეულ რეჟიმში მუშაობს და, როგორც მგზავრთა გადაყვანის, ასევე ტვირთების გადაზიდვის თვალსაზრისით, შეფერხება არ არის. გაფიცული რკინიგზელები კი, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, მუშაობის დაწყებას არ აპირებენ.
დილის 10 საათიდან თბილისში, აფრიკის დასახლებაში, სალოკომოტივო დეპოს ეზოში, გაფიცული რკინიგზელები შეიკრიბნენ. 50-მდე ადამიანი თავის მოთხოვნებს ჟურნალისტებს უზიარებდა. გაფიცული რკინიგზელების განცხადებით, მათ უერთდებიან ასევე ხაშურში, ბათუმსა და ქუთაისში მომუშავე რკინიგზელებიც.
რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის გამგეობის წევრი, მემანქანე თემურ ბერიძე ამბობს, რომ მათ მოთხოვნებს „საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაციაში ყურს არ უგდებენ. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს პროტესტის გაფიცვით გამოხატვა:
ღამის პირველი საათი, 2, 3 - მნიშვნელობა არ აქვს, მუშაობის დასრულებიდან 12 საათი თუ არის გასული, როცა არ უნდა დამირეკონ, უნდა ავდგე და გავიდე სამუშაოდ, არ უნდა ვთქვა უარი...ჯაბა შუბითიძე
მემანქანე ჯაბა შუბითიძე თავის სამუშაო პირობებს ტყვეობას ადარებს და ამბობს, რომ 2005 წლიდან დღემდე ხელფასი არ მომატებიათ, სამუშაო პირობები კი არ უმჯობესდება:
„ღამის პირველი საათი, 2, 3 - მნიშვნელობა არ აქვს, მუშაობის დასრულებიდან 12 საათი თუ არის გასული, როცა არ უნდა დამირეკონ, უნდა ავდგე და გავიდე სამუშაოდ, არ უნდა ვთქვა უარი, - და როგორ ვიტყვი უარს, - უნდა გავიარო კომისია და გავიდე სამუშაოდ. გამოდის, რომ შიდა ტყვეობაში ვარ და უკვე 20 წელიწადია, ეგრე ვმუშაობ“.
რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარის, ვიტალი გიორგაძის სიტყვებით, გაფიცვამდე „საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაციას შეხვედრას და მოლაპარაკებას სთხოვდნენ. წუხელ, გვიან ღამემდე, უშედეგოდ ელოდნენ მოლაპარაკების დაწყებას:
„ეს ადამიანები ითხოვენ ძალიან ელემენტარულ რაღაცებს, ისეთ ელემენტარულს, როგორიც არის ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება. ყველა ნორმალურ ქვეყანაში უხდიან იმის საფასურს, რასაც მუშაობს ადამიანი. ამას ითხოვენ, მეტს არაფერს... ასევე - პრემიას და მე-13 ხელფასს. საქართველოში თუ რომელიმე კომპანიაში აქვთ ადამიანებს უფლება მიიღონ მე-13 ხელფასი, არ ჰქონდეს ამის უფლება რკინიგზელს?“
„საქართველოს რკინიგზა“ მზადყოფნას გამოთქვამს, რომ დავიწყოთ დიალოგი, ოღონდ ჩვენ უნდა დავიწყოთ დიალოგი არა შანტაჟის რეჟიმში, არამედ სამუშაო გარემოში, მოლაპარაკების მაგიდასთან...დაჩი ცაგურია