საქართველოს მთავრობა 2017-2020 წლებში სოფლის განვითარების ახალ პროგრამას განახორციელებს, რომლის მთავარი მიზანი მოსახლეობის ცხოვრების პირობებისა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. შესაბამისად, სტრატეგიის პრიორიტეტული მიმართულებებია: ეკონომიკა, სოციალური დაცვა, გარემოს დაცვა, ტურიზმი და სხვა. სოფლის განვითარების სამთავრობო სტრატეგიისა და მასთან დაკავშირებით მოსახლეობის მოსაზრებების შესახებ „რეგიონალურ მაცნეში“ შემოგთავაზებთ სიუჟეტებს თელავიდან, ქუთაისიდან, ახალციხიდან და გარდაბნიდან. გადაცემას ნონა მჭედლიშვილი უძღვება.