ეს ამბავი მუდმივი განსჯის საგანია საქართველოში - რატომ არ იცავენ მოძრაობის წესებს მძღოლები თუ ფეხით მოსიარულენი? რა ვითარებაა უსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველოს გზებზე და როგორია დასავლური გამოცდილება? გადაცემაში „რატომ ევროპა?“ ლაშა ბუღაძე და ლაშა ბაქრაძე ამაზე ესაუბრებიან გელა კვაშილავას - დამფუძნებელს ორგანიზაციისა „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის".
პროექტი "რატომ ევროპა" ხორციელდება "ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით.