სამი თვის წინ, 9 ივლისს, პუტინმა საქართველოს ისტორიის მოკლე ინტერპრეტაცია შემოგვთავაზა. ახალი არაფერია პუტინისტურ ნარატივში, მაგრამ ამ მიმართულებით რუსული პროპაგანდა გაძლიერდება და საქართველოს მხრიდან მას არაფერი უპირისპირდება.
ევროპის ცოვილიზაციის დასაწყისში, მაგალითად ათენის დემოკრატიის პირობებში, თეატრი არა მხოლოდ ესთეტიკური ტკბობის საგანი იყო, არამედ სამოქალაქო განათლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი.
რა მოგვიტანა იურისპრუდენციის თვალსაზრისით საქართველოს ევროპისკენ მისწრაფებამ? იყო თუ არა საქართველო ევროპაზე ორიენტირებული საკანონმდებლო მუშაობისას? რა გამოცდილება გვაქვს ამ მხრივ ისტორიულად და რა ვითარებაა დღეს?
რატომ აღიქვამს ისლამური სამყარო ასე მძაფრად ყურანის რეცეფციას ლიტერატურაში და რა რეაქცია აქვს ქრისტიანულ სამყაროს ბიბლიის რეცეფციის შემთხვევაში? სად გადის ზღვარი ავტორის თავისუფლებასა და პოლიტკორექტულობას შორის?
რატომ დამკვიდრდა ეს გამონათქვამი და რატომ ითვლება, რომ საბერძნეთი ევროპის აკვანია?
როგორია სტუდენტური ცხოვრება ევროპაში? რა ვითარებაა უნივერსიტეტებში?
ეს თემა ყოველთვის აქტუალური იყო, აქტუალურია დღეს და აქტუალური იქნება მუდამ... არადა, რამდენად სწორია, მაგალითად, საკითხის ასე დაყენება: უპირისპირდება თუ არა ერთმანეთს ორი ცნება - ისლამი და ევროპა.
მათგან, ვინც ევროპის წინააღმდეგ არის განწყობილი, ხშირად გაიგონებთ, რომ თუკი საქართველო ევროპასთან დაახლოვდება, ჩვენს ქრისტიანობას და მართლმადიდებლობას რაღაც ემუქრება.
რა არის 8 მარტი? უნდა აღინიშნებოდეს თუ არა? ამაზე საუბარს ხშირად მოისმენთ დღევანდელ საქართველოში. აზრები იყოფა, ხშირია კამათიც, თუმცა ფაქტია, რომ 8 მარტი დღესაც აღინიშნება.
ეს ამბავი მუდმივი განსჯის საგანია საქართველოში - რატომ არ იცავენ მოძრაობის წესებს მძღოლები თუ ფეხით მოსიარულენი? რა ვითარებაა უსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველოს გზებზე.
რატომ დაიწყო პირველი მსოფლიო ომი, როგორ დაიშალა თუ დასუსტდა ევროპაში მეოცე საუკუნის დასაწყისში არსებული იმპერიები, როგორ დაიწყო მოგვიანებით დაშლილი ევროპის გაერთიანება?
რამდენად თავისუფალია ხელოვანი საქართველოში? იდევნება თუ არა ხელოვანი საზოგადოებისთვის მიუღებელი აზრის გამოხატვისთვის? უნდა გაითვალისწინოს თუ არა არტისტმა ხელოვნების ნიმუშის შექმნის დროს საზოგადოების სხვადასხვა ფენის აზრი?
როგორ ხედავს ევროპას ქართველი, რომელიც პირველად ჩადის ევროპაში; რა იცვლება ამ ხედვაში შემდეგ, როცა ევროპულ ქვეყნებში ხანგრძლივად ცხოვრობ, ანდა, რას ნიშნავს ჩასული კაცი შრომობდე და მუშაობდე ევროპულ გარემოში.
რა სარგებელს მოუტანს ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს მოსახლეობას ეკონომიკური თვალსაზრისით? რისთვის უნდა იყოს მზად გლეხი და ფერმერი საქართველოში?
უკანასკნელ დროს ევროპა არაერთხელ დადგა ტერორიზმის საფრთხის წინაშე - ევროპის რამდენიმე დედაქალაქში რამდენიმეგზის გამოცხადდა ტერორიზმის საფრთხის უმაღლესი დონე.
მას შემდეგ, რაც საქართველომ ღიად აიღო ევროპისკენ კურსი, გაჩნდა უამრავი მითი, რომელიც ევროპულ ღირებულებებს არამართებულად წარმოაჩენს.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის სახელმწიფოებმა გაერთიანება გადაწყვიტეს. რა იდეის გარშემო გაერთიანდნენ ევროპელები? გაამართლა თუ არა “ევროკავშირის” იდეამ? რატომ ვერ განსაზღვრეს ევროპელმა მმართველებმა ის პრობლემები, რომელთა წინაშეც აღმოჩნდა ევროპა?
ევროპელებმა გადაწყვიტეს, ქართველებს სავიზო რეჟიმი შეუმსუბუქონ და ევროპაში ვიზის გარეშე მგზავრობის შესაძლებლობა მისცენ.
რამდენად ახლოს იყო საქართველო ევროპასთან ტრადიციულად? როდიდან არის საქართველო ევროპული იდეალების მატარებელი და სად ჩანს ეს? რა პარალელები არსებობს ევროპულ და ქართულ ლიტერატურასა და ხელოვნებაში?
ჩამოტვირთე მეტი