რას მოგვიტანს სავიზო რეჟიმის გაუქმება?

Your browser doesn’t support HTML5

ევროპის კომისია წინადადებას იძლევა, გაუქმდეს სავიზო ვალდებულება საქართველოს მოქალაქეებისთვის და მოუწოდებს ევროკავშირის საბჭოსა და ევროპის პარლამენტს, საამისოდ საქართველო შეიყვანონ იმ ქვეყნების სიაში, რომელთა მოქალაქეებსაც უფლება ენიჭებათ უვიზოდ იმოგზაურონ შენგენის ზონაში. იმასთან დაკავშირებით, თუ რას მოელიან საქართველოს მოქალაქეები მოსალოდნელი ცვლილებებისგან და როგორ აისახება ეს მათ ცხოვრებაზე, რადიო თავისუფლებამ ქუჩის გამოკითხვა ჩაატარა.