რაბათის ისტორიულ აბანოს რეაბილიტაციისთვის ამზადებენ

რაბათი

რაბათში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ისტორიული აბანოს, გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო. ექვსი ადამიანი კომპლექსს ჩახერგილი მიწისა და ნაშალისგან წმენდს. შენობის დიდი ნაწილი, მამაკაცთა და ქალთა აუზები და ოთახები მიწითაა ამოვსებული. გაწმენდითი სამუშაოები არქეოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ ხორციელდება, ამბობს გიორგი ნემსაძე.

ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ძეგლის გაწმენდითი სამუშაოების ჩასატარებლად ახალციხის მერიამ ტენდერი 1 დეკემბერს 34 ათას ლარზე გამოაცხადა. მასში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა მიიღო და სამუშაოების შესრულებაც ააიპ "ჭულეს“ დაეკისრა. მას ტერიტორიის გაწმენდისთვის 4-თვიანი ვადა აქვს, აცხადებს ქალაქ ახალციხის მერის მოადგილე ზაზა თამარაშვილი.

საუკუნეების წინ აღმოსავლური ტიპის აბანოებთან არაერთირიტუალიიყო დაკავშირებული. შენობა მცირე და დიდი ზომის ოთახებისგანშედგებოდა და თითოეულ მათგანს თავისი დანიშნულება ჰქონდა. აქ ქალებისთვის ცალკე ოთახები იყო გამოყოფილი, მამაკაცებისთვის კი სპეციალური აუზები იყო მოწყობილი. ისტორიკოსების თქმით, ნაგებობა, რომელიც XVII-XVIII საუკუნეებს განეკუთვნება, უნიკალური და არქეოლოგიურად შეუსწავლელია. აღმოსავლური ტიპის აბანო სამცხე-ჯავახეთში, რაბათის გარდა, აწყურშიცაა, თუმცა ის, არქეოლოგ ჯუმბერ ჩოხელის თქმით, გაცილებით პატარა ზომისაა.

ისტორიული აბანოების აღდგენით სამუშაოებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო 2017 წლისთვის გეგმავს. წელს მხოლოდ რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოები შესრულდება. თვითმმართველობაში ფიქრობენ, რომ კომპლექსი, მისი სრული რეაბილიტაციის შემდეგ, ტურისტებისთვის, ახალციხის ციხის მსგავსად, საინტერესო ადგილი გახდება.