სამუშაოზე დაფუძნებული პროფესიული სწავლება
Your browser doesn’t support HTML5
ქვეყანაში უმუშევრობის მაღალი დონის მიუხედავად, დამსაქმებლები კვალიფიციური კადრების სიმწირეს უჩივიან. ამ პრობლემის აღმოფხვრის ერთ-ერთ საშუალებად პროფესიულ პროგრამებში დამსაქმებლის მონაწილეობის გაზრდა მიიჩნევა და ამ მიმართულებით პრაქტიკული ნაბიჯებიც იდგმება. ექსპერტები ფიქრობენ, რომ პროფესიული განათლების სისტემაში დამსაქმებლის ჩართულობის შედეგები გრძელვადიან პერსპექტივაში გამოჩნდება და მყისიერ ეფექტს ვერ მოიტანს, თუმცა რეფორმა ამ მიმართულებით უნდა გაგრძელდეს.