საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს, „მიგრაციის მართვის განვითარება“, რომლის ფარგლებშიც კვლევა ჩაატარა მსოფლიოს ხუთ ქვეყანაში. ემიგრანტების საჭიროებებისა და პრობლემების ამსახველი კვლევის შედეგებს არასამთავრობო ორგანიზაცია ივნისის ბოლოს გამოაქვეყნებს. მანამდე კი, თავად ემიგრანტებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გადაწყვიტა საქველმოქმედო აქციის ჩატარება.
Your browser doesn’t support HTML5