ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ზომად პატიმრობა შეუფარდა შსს-ს თანამშრომელს, რომლის გასროლამ 3 ოქტომბერს იმსხვერპლა ახალგაზრდის სიცოცხლე. გარდაცვლილის ოჯახის წევრები არ ეთანხმებიან ოფიციალურ ვერსიას იმის შესახებ, რომ პოლიციელები ქურდობის ფაქტზე მხილებულის დევნის ოპერაციას ახორციელებდნენ. ქუთაისის სასამართლოში დღევანდელ სხდომას რადიო თავისუფლების კორესპონდენტი თათა კაჭკაჭიშვილი დაესწრო.
Your browser doesn’t support HTML5