რომის პაპმა, ფრანცისკემ 2 ოქტომბერს წირვა აღასრულა აზერბაიჯანის დედაქალაქში და გააგრძელა თავისი სტუმრობა კავკასიაში. ბაქოში პაპმა წირვა აღასრულა ეკლესიაში, რომელიც აგებულ იქნა კასპიისპირა ქალაქში 2002 წელს რომის პაპის, იოანე პავლე მეორის სტუმრობის შემდეგ. პაპი ფრანცისკე ბაქოში შეხვდა ყველა აღმსარებლობის წარმომადგენლებს, ასევე პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, რომელმაც ვიზიტს "ისტორიული" უწოდა. აზერბაიჯანში 300 კათოლიკე ცხოვრობს. ადგილობრივმა მედიამ დიდი ყურადღება არ დაუთმო ვატიკანელი სტუმრის ჩასვლას. აზერბაიჯანს და ვატიკანს თანხმობაზე დამყარებული ურთიერობა აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთში აკრიტიკებენ ხოლმე აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების მდგომარეობას. ბაქოში პაპი ჩავიდა თბილისიდან, სადაც მან 1 ოქტომბერს სტადიონზე ჩაატარა მესა, რომელსაც, მოსალოდნელზე მცირე რაოდენობის ხალხი დაესწრო. მესას არ ესწრებოდა მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელოება.