სახლი აგურის ქუჩაზე და ზაქარია ფალიაშვილის ვალტორნა

Your browser doesn’t support HTML5

ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, „აბესალომ და ეთერისა“ და „დაისის“ ავტორის, ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმში ცოტა ხნის წინ გაიხსნა ახალი გამოფენა მისი კიდევ ერთი გახმაურებული ოპერის, „ლატავრას“ შესახებ. გამოიფინა აქამდე მუზეუმის ფონდში დაცული და ფართო საზოგადოებისათვის უცნობი მასალა: აფიშები, ნოტები, ფოტოები და, რაც მთავარია, სწორედ ამ ოპერისთვის მხატვარ ივანე ასკურავას მიერ შექმნილი ესკიზები. ფალიაშვილის სახლ-მუზეუმი ყოფილი აგურის ქუჩაზე, ახლანდელი ბაქრაძის ქუჩის 10 ნომერში მდებარეობს. იქ დაცულ ნივთებს შორისაა ფალიაშვილის ლეგენდარული როიალი, ვალტორნა და ფონოგრაფი.